ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ტერფსიქორე

ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე“ ყოველწლიურად 29-30 აპრილს ცეკვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ტარდება. ფესტივალი ინიცირებულია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტებისა და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ.

პირველი ფესტივალი ჩატარდა 2013 წელს და მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. წლევანდელი ფორუმ-ფესტივალი ითვალისწინებს უნივერსიტეტების ჩართულობას მთელი საქართველოს მასშტაბით (ბათუმი, თელავი, ახალციხე), რაც ფესტივალს რესპუბლიკური ფესტივალის სტატუსს შესძენს. ხოლო მომავალში, სხვა ქვეყნების სტუდენტური ქორეოგრაფიული კოლექტივების მოწვევით, ფესტივალი „ტერფსიქორე“ საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალების რიგს შეემატება. ფესტივალი ხელს შეუწყობს ცეკვით დაინტერესებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების გაცნობას, დამეგობრებას, მათი შემოქმედებითი მიღწევების დემონსტრირებასა და შემდგომი აქტივობების დაგეგმვას.  

ფესტივალის მიზანია ქორეოგრაფიული ხელოვნების საშემსრულებლო, სასწავლო და სემეცნიერო (ქორეოლოგიის) მიმართულებების განვითარება და მისი პროპაგანდა-პოპულარიზაცია უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში.

ტერფსიქორე 2022

სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი - ტერფსიქორე-2022

ტერფსიქორე 2021

სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი - ტერფსიქორე-2021

ტერფსიქორე 2019

სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე - 2019“

ტერფსიქორე 2018

ტერფსიქორე 2017

ტერფსიქორე 2016

ტერფსიქორე 2014

ტერფსიქორე 2013

 

 

 

 

 

 

მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
TAFU TV
ტელეპროგრამა | სრულ ეკრანზე
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2669045
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია