ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

შვედი პროფესორის ლექციები

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მოწვევით

23-27 აპრილს ლექციებს წაიკითხავს

ლენა ისრაელი, ჰალმშტატის უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე

აღმაშენებლის 40, კინოდარბაზი, დასაწყისი 15:00

 

ლენა ისრაელი - შვედი კინომცოდნე, ჰალმშტატისა და გიოტებორგის უნივერსიტეტების პროფესორი. სწავლობდა საფრანგეთში კინოს ისტორიას, ლიტერატურის ისტორიას, ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას, სოცალურ ანთროპოლოგიას. მისი კვლევის სფეროა სოციოლოგია და კინოს თეორია. მისი სადოქტორო დისერტაცია მიეძღვნა ფილმის დრამატურგიის კვლევას. არის არაერთი ნაშრომის ავტორი კინოს ისტორიისა და თეორიის მიმართულებით. მათ შორის მუშაობდა ტარკოვსკის შემოქმედების კვლევაზე. საკითხის კვლევისას ის იყენებს ინტერდისციპლინარულ მიდგომას. კინოს განიხილავს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის ჭრილში. ლენა ისრაელი არის ორი დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი.

ლექციების თემატიკა:

23 აპრლი:

ფილმის დრამატურგია. წარმოდგენილი იქნება ფილმის დრამატურგიის სხვადასხვა სახეები.

24 აპრილი:

დრო და სივრცე ფილმში. ადამიანი ფილმში – სხვადასხვა თეორიები. ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური თეორიები. სტუდენტები შესარულებენ შემოქმედებით სავარჯიშოებს.

27 აპრილი:

სტუდენტების პრეზენტაცია და განხილვა. სტუდენტები წარმოადგენენ შესრულებულ დავალებებს.

საჭიროა წინასწარ შემდეგი ფილმების ნახვა:

- "The Mirror" (Tarkovkskij)

- "Kaspar Hauser" (Herzog)

- "Cléo from five to seven" (Cléo de cinq à sept) (Varda)

- "Songs from the second floor" (Roy Andersson)

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0950322
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია