- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ბავშთა და მოზრდთა თბილისის II საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი
3 – 5 აპრილს, ვახტანგ ჭაბუკიანის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბავშთა და მოზრდთა თბილისის II საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართება, რომლის მიზანია საქართველოში მოღვაწე ყველა სახელმწიფო თუ კერძო სკოლის და სტუდიის აღსაზრდელების საშემსრულებლო დონის ამაღლება; საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ და არაქართველ პედაგოგთა თავმოყრა; შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება და ასევე ვახტანგ ჭაბუკიაბნის ხსოვნის უკვდავყოფა და მისი შემოქმედების პოპულარიზაცია.
ფესტივალის მონაწილეები არიან ადგილობრივი პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეები, სახელმწიფო სკოლები და სხვადასხვა სახის კერძო სასწავლო დაწერსებულებები. აგრეთვე, საქართველოს ეწვევიან აზერბაიჯანის, თურქეთის, და სხვა ქვეყნებში მოღვაწე კოლექტივები და სოლო შემსრულებლები.
ფესტივალის ფარგლებში 3 აპრილს 15:00 ბაქოს ქორეოგრაფიული აკადემიის ცნობილი და გამოცდილი პედაგოგი – ელა გაჯიევა ღია მასტრეკლასს ჩაატარებს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
4 აპრილს ფესტივალის ძირითადი ნაწილი გაიმართება, ხოლო 5 აპრილს გალა კონცერტი და დაჯილდოვების ცერემონია. საკონკურსო ნაწილში გამარჯვებულებს ქართველი და უცხოელი კვალიფიციური ჟიური გამოავლენს. ნომინაციები წარმოდგენილი იქნება კლასიკურ, თანამედროვე და სახასიათო ცეკვების ჟანრში.
ფესტივალი საჩუქარს უკეთებს მიუსაფარ ბავშვთა დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრის ბავშვებს, რომლებიც შეძლებენ 5 აპრილს გამართულ გალა-კონცერტზე დასწრებას.
ფესტივალის ორგანიზატორი: საქართველოს პედაგოგ–ქორეოგრაფთა ასოციაცია.
მხარდამჭერები: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიური უნივერსიტეტი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ფესტივალი ტარდება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის საკონცერტო დარბაზში. მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1.
თარიღი: 3-5 აპრილი, 2015 წელი
საკონტაქტო პირი: ნატალია დიღმელაშვილი - ასოციაციის და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. ტელ.: 593 20 95 97; E-mail: associationgtch@gmail.com
უკან