ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიო თეატრის დღეს

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი ტრადიციისამებრ ერთად აღნიშნავენ მსოფლიო თეატრის დღეს - 27 მარტს.

უკვე 7 წელია, მარჯანიშვილის თეატრი „ეტიუდების ფესტივალს“ მასპინძლობს. წელს ფესტივალი საერთაშორისო გახდა და საქართველოსთან ერთად, მასში მონაწილეობას იღებენ ყაზახეთის, უკრაინის, სომხეთისა და ლიტვის უმაღლესი სახელოვნებო (თეატრალური) სასწავლებლები.

24 და 25 მარტს 18:00 საათზე წინასაფესტივალო ჩვენებები გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე (რუსთაველის გამზ.17).

26 მარტს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება უცხოელი სტუმრების ეტიუდების რეპეტიცია და 5 უნივერსიტეტის 1 საერთო ეტიუდისათვის მზადება.

27 მარტს, 16:00-საათზე - 5 ქვეყნის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენენ ეტიუდებს, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 7 წუთს და გამოყენებული განათება, ხმა და დეკორაცია, მინიმუმამდეა დაყვანილი.

საკონკურსო პროგრამის შემდეგ კომპეტენტური ჟიური დროებით დატოვებს დარბაზს და მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:  გრან პრი, საუკეთესო საერთაშორისო ეტიუდი, საუკეთესო საუნივერსიტეტო ეტიუდი,  საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი და საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი, საუკეთესო ქორეოგრაფიული ეტიუდი, საუკეთესო მსახიობი ქალი და  საუკეთესო მსახიობი კაცი. ასევე გაიცემა სტუდენტური ჟიურის და თეატრისა და კინოს უნივერსტიეტის თვითმმართველობის პრიზები. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ თეატრალური უნივერსიტეტის და მარჯანიშვილის თეატრისაგან. 

ფესტივალის ორგანიზატორია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი თემო კუპრავა გახლავთ. ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა. 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0953067
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია