ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

მე-8 ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის „მცირე პროზა“

ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმმა, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თანადგომით, გამოაცხადა ტრადიციული, რიგით მერვე ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის „მცირე პროზა“.

კონკურსის პირობების სრული ვერსია დაიდო გვერდზე www.forum.ge (ლიტერატურულ ბლოკში) და დაეგზავნება ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესს სასწავლებელს ინტერნეტის მეშვეობით.

გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოებების (მოთხრობა,ნოველა,ესსე,ჩანახატი) და პუბლიცისტურ-კრიტიკული წერილების შემოტანა გრძელდება 10 ივნისამდე.

კონკურსის მონაწილეს თან უნდა ჰქონდეს სტუდენტის დამადასტურებელი საბუთი.

ლიტერატურული კონკურსის ჩატარების ხანგრძლივობა მოიცავს პერიოდს 2015 წლის 9 მარტიდან 15 ივნისის ჩათვლით. ნაწარმოებების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 ივნისი.

15 ივნისს, 15 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.

გამარჯვებულთათვის გაიცემა I-II-III ფულადი პრემია.

 

მის: ჩახრუხაძის ქ.17

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ტელ: 593148125; 2 99.06.99

n.baratashvili_museum@yahoo.com

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0953067
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია