ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2015 წლის 23-24 ივნისს გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის VIII ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

კონფერენციის პრიორიტეტული თემაა

ტრადიცია და ავანგარდი

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევარებს, დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა ჩვენი კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს.

კონფერენციაზე იმუშავებს თავისუფალი სექციებიც, რომელთა თემატიკა არ შემოიფარგლება აღნიშნული პერიოდით და დარგებით. თავისუფალი სექციები იქნება კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე ხელოვნებისა და მედიის სფეროს იმ მოხსენებებისთვის, რომლებიც არ ჯდება პრიორიტეტულ თემატიკაში. კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული თემატური კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება VI ტომში კრებულისა “XX საუკუნის ხელოვნება”, ხოლო არათემატური სექციების შერჩეული მასალები - კრებულში “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი”.

ქართული და ნიგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 აპრილი,

ხოლო სრული მოხსენებებისა - 20 მაისი.

მოთხოვნები და პარამეტრები:

თეზისები და მოხსენებები უნდა გადმოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

თეზისები ქართულად არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.

თეზისები ინგლისურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 გვერდისა.

ქართული შრიფტი აკად. ნუსხური, ინგლისურისთვის Times New Rom

ზომა 12, დაშორება 1,15.

მოხსენება არ უნდა აჭარბებდეს 6 გვ-ს.

კონფერენციის ორგანიზატორია

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი,

პროფესორი ნატო გენგიური

ტ. 577 94 70 03; 593 24 42 78.

tafu.conference@gmail.com

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2500871
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია