ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

სტუდენტების თვალით დანახული გერმანულ-ქართული "ქალაქური ისტორიები"

24 თებერვალს, 15:00 საათზე - ქართულ-გერმანული სტუდენტური კო-პროდუქციის "ქალაქური ისტორიები" დახურული ჩვენება გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, კინო-ტელე ფაკულტეტზე (მის: აღმაშენებლის გამზ. 40).

მიუნჰენის კინოსკოლის და საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთობა 2013 წლის მიუნჰენის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიწყო და მჭიდრო თანამშრომლობაში გადაიზარდა. 2014 წლის ზაფხულში გერმანელი სტუდენტები ჩამოვიდნენ საქართველოში პროფესორ აქსელ ბლოკის თანხლებით და 2 კვირიანი გადაღებები აწარმოეს ქართველ სტუდენტებთან ერთად.

ფილმის პოსტ-პროდაქშენი გერმანიაში გაკეთდა. მისი დახურული ჩვენება ხვალ გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მისი ოფიციალური პრემიერა თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე "ამირანი" იგეგმება ამა წლის 2-7 ივნისს, რომელსაც გერმანელი სტუმრებიც დაესწრებიან და ქართველ კოლეგებთან ერთად წარადგენენ ერთობლივ ნამუშევარს.

 

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2501853
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია