ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი წარმოგიდგენთ „ფასიან საკონსულტაციო შეხვედრათა ციკლს აბიტურიენტთათვის, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით“.

შეხვედრათა ციკლის მიზანია დახმარება გაუწიოს აბიტურიენტებს განავითარონ სპეციფიკური შემოქმედებითი უნარები საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების სტანდარტების შესაბამისად.

საკონსულტაციო შეხვედრათა ციკლი ფასიანია და ითვალისწინებს კონსულტაციებს 4 სასწავლო დისციპლინის მიხედვით:

· სამსახიობო ოსტატობა;

· მეტყველება;

· ვოკალი;

· პლასტიკა.

 

სასწავლო პროცესის ხანგძლივობა 3 თვეა.

განცხადებების მიღება იწარმოება ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის პროგრამების მენეჯერთან-ქალბატონ ქეთევან მამუკელაშვილთან 14:00სთ-დან 18:00სთ-მდე, კვირის გარდა.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

· განცხადების ფორმა;

· პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა 27 თებერვალი 18:00სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

577 28 87 16

 

 

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0953067
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია