ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

„ანტიგონე“ - პრემიერა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში

2014 წლის 10 დეკემბერს 19:00 საათზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, წარმოდგენილი იქნება ჟან ანუის ,,ანტიგონე" (რეჟისორი ნანუკა ხუსკივაძე, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, სცენოგრაფი სოფო კიკაბიძე, კოსტიუმების მხატვარი თეონა შელია). სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ ამავე უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის III კურსის სტუდენტები - (ჯგუფის ხელმძღვანელი გიზო ჟორდანია), ასევე შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე.

,,ანტიგონე " - ცენტრალური პრობლემა, პიროვნება და მისი დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი.

,,ანტიგოენე" - ხასიათის ტრაგედია, სრულყოფილი სახე ადამიანის- მოქალაქის, რომელშიც ჰარმონიულადაა შეზავებული ზნეობრივ-სულიერი სიწმინდე, ხასიათის სიმტკიცე და უბრალოება.

,,ანტიგონე"- კრეონის და ანტიგონეს, კანონის და მორალის ურთიერთდამოკიდებულება.

ანტიგონეს ქმედებებს არსებითად განსაზღვრავს რწმენაშეურყეველ სულიერ სიმტკიცესთან თანასწორი მორალი და პიროვნებისთვის აუცილებლად დამახასიათებელი ზნეობრივი მოვალეობის უტყუარი გრძნობა; რაც ესოდენ იშვიათია დღევანდელ დღეს.

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-10-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია