ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2014 წლის 7 ნოემბრიდან ცხადდება სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის, კინო-ტელე, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის, ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების ფაკულტეტების

დეკანებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევნები:

 

I. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა. ეკავოს პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა

ბ. სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჰქონდეს არანაკლებ 6 წლის მუშაობის სტაჟი

გ. გააჩნდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება

 

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა. მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია

ბ. ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია

გ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

 

II. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა. ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, ეკავოს პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა

ბ. სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჰქონდეს არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება

გ. გააჩნდეს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება

 

კანდიდატმა აუცილებელია წარმოადგინოს:

ა. მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია

ბ. დოქტორის სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

გ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

ფაკულტეტების დეკანობის ან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 8 დეკემბრიდან და დასრულდება 2014 წლის 18 დეკემბერს.

კანდიდატთა რეგისტრაცია (რეგისტრაციის ადგილი, ფორმატი) და კენჭისყრის თარიღი დადგინდება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ # 6.

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502699
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია