ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანელი პროფესორის კინოსცენარების განვითარების სასწავლო კურსი დაიწყო

20 ოქტომბრიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება 2 კვირიანი სასწავლო კურსი კინო სცენარის განვითარებაში, რომელსაც წარუძღვება გერმანიის კინოაკადემიის დოცენტი, ქალბატონი კლაუდია მესსემერი.

გოეთეს ინსტიტუტისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი საკმაოდ დიდ ხანს მუშავდებოდა, კინოსასცენარო განათლების არარსებობიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ყველაზე საჭირო კურსის შემუშავებისა და ჩატარების იდეა გაჩნდა ქალბატონი მესსემერის პირველი ვიზიტისას საქართველოში, როდესაც იგი თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ჟიურის წევრი გახლდათ და მისმა 2 საათიანმა მასტერკლასმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში და დადებითი შეფასება მიიღო.

ბადენვურტემბერგის კინოაკადემიის დოცენტი 10 სამუშაო დღეს გაატარებს საქართველოში და შეეცდება ამ ექსპრეს კურსით მაქსიმალურად მაღალი შედეგი მიიღოს ახალგაზრდა კინერეჟისორებთან მუშაობაში.

სასწავლო კურსი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში, კინო-ტელე ფაკულტეტზე გაიმართება, მის: აღმაშენებლის გამზ. 40.

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502707
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია