ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

24-საათიანი თეატრალური ფესტივალი

ყურადღება! ცხადდება კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად!
 
ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო 
დრამატულ,პროფესიულ თეატრში 3-6 ნოემბერს გაიმართება.

"24-საათიანი თეატრალური ფესტივალის" ფორმატის მიხედვით, შერჩეული ოთხი დრამატურგი ერთ ღამეში მოცემულ თემაზე დაწერს პიესას, რომელსაც თეატრის ოთხი რეჟისორი, მხატვრებთან და ფოთის დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად, ერთ დღეში, ფოთის დრამატული თეატრის სცენაზე (სივრცეში) დადგამს.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ თავიანთი CV პროფესიული გამოცდილებით და რომელიმე ამერიკელი დრამატურგის (რეჟისორმა თავად უნდა მოიძიოს პიესა) პიესიდან ერთი სცენის ექსპლიკაცია! (გთხოვთ მიუთითოთ ავტორის და პიესის სახელი) 
მისამართზე: 24hourtheatrefestival@gmail.com

ფესტივალის ფორმატით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით, შერჩეულ ოთხ დრამატურგს, ოთხ რეჟისორს და ოთხ მხატვარს ეძლევა მხოლოდ 24- საათი ოთხი მოკლე პიესის შესაქმნელად და სპექტაკლების დასადგმელად. 
ასევე ფესტივალში მონაწილეობის მიღების მსურველემა რეჟისორებმა 2014 წლის 22 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია:

გასათვალისწინებელია, რომ პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდა რეჟისორებს, რომლებიც პირველად იღებენ ფესტივალში მონაწილეობას! 

სააპლიკაციო ფორმა რეჟისორებისთვის: 

https://docs.google.com/forms/d/1nUhyzLyhn48CoQC0C0E9E-gALSpgMnhRLI07iCLElgE/prefill

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 20 ოქტომბერი !!!
გისურვებთ წარმატებებს!

24 -საათიანი თეატრალური ფესტივალის შესახებ:

24 -საათიანი ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ იმართება ა.შ.შ.-ს საელჩოს ეგიდით და ფინანსური მხარდაჭერით. 

პირველად "24-საათიანი ფესტივალი" რუსთაველის თეატრში 2011 წელს განხორციელდა და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესების გამო გადაწყდა, ყოველწლიური გამხდარიყო. პროექტი მიზნად ისახავს ამერიკული კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და ამ ორ ქვეყანას შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაუმჯობესებას. 
კომპეტენტური ჟიური შეარჩევს ოთხ დრამატურგსა და ოთხ რეჟისორს, რომელთა სიაც 20 ოქტომბერს გამოქვეყნდება ფესტივალის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: 
https://www.facebook.com/pages/24-Hour-Theatre-Festival/168321689944044

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე: 

+995 558 900 400 - გიორგი სპანდერაშვილი / ფესტივალის კოორდინატორი 
+995 599 14 67 02 - ნინო მაღლაკელიძე / ფესტივალის დირექტორი 
24hourtheatrefestival@gmail.com
უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0995793
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-12-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია