ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი - შემოდგომის ლეგენდა 2014

გეომეტრიული კონცეფცია

შემოდგომის ლეგენდის მონაწილეები ლიტერატურული პრემიების ლაურეატები და წიგნის ავტორები არიან, მათი მოთხრობების მიხედვით შეიქმნა რადიოსპექტაკლი და გადაიღეს ფილმი. განსხვავებული გარემო, ახალი სახეები და სახელები - დროა დატოვო შენი  ხელწერა კონკურსის ისტორიაში.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი მასშტაბებს ზრდის. ლეგენდა უკვე მეექვსედ ჩატარდება და მასში წელს, თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან.

თუ ხარ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, თუ გიყვარს ლიტერატურა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი” გთავაზობთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.

შენი აღმოჩენის დროა!

გეომეტრიული ფიგურები ბუნებას ერწყმის და მთის კალთებზე ახალი ჰორიზონტი იქმნება. წელს ლეგენდას ილიას მთაზე მდებარე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უმასპინძლებს. ადგილი, რომელიც თანამედროვე დიზაინით და გაშლილი სივრცით გამოირჩევა. გაატარეთ შემოდგომის ორი დაუვიწყარი დღე კახეთში, გააცოცხლეთ თქვენი ლიტერატურული გმირები და გააცანით ისინიმთელ საქართველოს.

ლიტერატურული კონკურსი სტარტს 15 სექტემბერს აიღებს და ორ ეტაპად ჩატარდება:

ეტაპი – შიდაშესარჩევი ტური

მონაწილეობის მსურველებმა, 12 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გამოაგზავნოთ:

v    პროზაულინაშრომი(ან ნაწყვეტი)ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.

v    შევსებული ანკეტა

უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 1საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

ადგილი1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო

IIადგილი700 ლარი

IIIადგილი500 ლარი

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0984926
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-11-14
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია