- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა დაიწყო
სტაჟირების მსურველებისთვის პროგრამაში დარეგისტრირება შესაძლებელია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - www.stajireba.gov.ge 15-დან 25 სექტემბრამდე .
რომელი სამართლებრივი აქტით დარეგულირდება სტაჟირების წესები და პირობები?
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის № 410 დადგენილების შესაბამისად.
რა არის სტაჟირების პროგრამის მიზანი?
სტაჟირების პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისა და და კურსდამთავრებულებისთვის საჯარო მოხელისათვის აუცილებელია პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღების შესაძლებლობის შექმნა, საჯარო სამსახურის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ვინ შეიძლება იყოს სტაჟირების პროგრამის მონაწილე?
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B)ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე, პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
რა ეტაპების გავლა მომუწევს სტუდენტს/კუსდამთავრებულს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
I-ეტაპი
სტაჟიორობის მსურველი სტუდენტი/კურსდამთავრებული ვალდებულია გამოცხადდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში უნიკალური კოდის მისაღებად, რომელიც პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ გადაეცემა დახურული კონვერტით.
II-ეტაპი
სტაჟიორობის მსურველი სტუდენტი/კურსდამთავრებული ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.stajireba.gov.ge -ზე გაიაროს აქტივაცია უნიკალური კოდისა და პირადი ნომრის მეშვეობით.
III-ეტაპი
სტაჟიორობის მსურველი სტუდენტი/კურსდამთავრებული ვალდებულია უნიკალური კოდით აქტივაციის შემდეგ www.stajireba.gov.ge-ზე გაიაროს ავტორიზაცია და პროგრამის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ვაკანსიების ბმულიდან გადავიდეს ვაკანსიების მქონე უწყებების ჩამონათვალზე და დარეგისტრირდეს სასურველ უწყებაში სასურველ ვაკანსიაზე.
IV-ეტაპი
რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში სტუდენტი/კურსდამთავრებულივალდებულია გამოცხადდეს და პირადობის მოწმობით რეგისტრაცია გაიაროს სტაჟირების ადგილზეც!
|
სტაჟირების პროგრამაში მოხვედრილი სტუდენტების პირადი კონვერტები (უნიკალური კოდებით) გაიცემა მხოლოდ კონვერტის ადრესატზე და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ!
გთხოვთ მობრძანდეთ უნივერსიტეტის I ადმინისტრაციულ კორპუსში, საორგანიზაციო სამსახურში 11:00-დან 17:00 საათამდე.
მის: რუსთაველის გამზ. 19
უკან