ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

კულტურის მინისტრი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. მინისტრი შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ადგილზე გაეცნო სასწავლებლის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობას. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ გიორგაძესთან საუბრისას აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს კაპიტალური რემონტი 1980-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია. შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სასწავლო თეატრის დარბაზი და სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია სცენა, ასევე, დასასრულებელია კინოფაკულტეტის სასწავლო პავილიონი და დასამონტაჟებელია ელექტროგაყვანილობისა და გათბობის სისტემა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინიციატივით, უახლოეს დღეებში შეიქმნება სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების მდგომარეობას. მხოლოდ ამის შემდეგ შემუშავდება კონკრეტული გეგმა სამუშაოების განსახორციელებლად.

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ასევე, ისაუბრეს პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამების დაფინანსების აუცილებლობაზე.

მიხეილ გიორგაძის თქმით, პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავონ ერთობლივი სამოქმედო გეგმა.

http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.12446.html

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0962358
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-08-23
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია