ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

18-19 ივნისს ჩატარდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოველწლიური VII სამეცნიერო კონფერენცია. 2014 წლის კონფერენციის პრიორიტეტული თემა იყო ”პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელონება და მედია”. კონფერენციაზე იმუშავა თეატრმცოდნეობის და ქორეოლოგიის, კინომცოდნეობის და მედიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტურის მენეჯმენტის სექციებმა.იყო თავისუფალი თემატიკის სექციებიც. კონფერენციაში მონაწილეობა 60-მდე პროფესორმა და მკვლევარმა მიიღო არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტიდან, არამედ სხვა უმაღლესი სასწავლებებიდანაც. კონფერენცია ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება და წარმოგვიდგენს ახალ გამოკვლევებს. კონფერენციის ორგანიზატორია პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნატო გენგიური.

VII სამეცნიერო კონფერენციის ამსახველი მასალა

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0950322
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია