- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
18 ივნისს გაიმართა წიგნის “დრო, ხელოვანი, ხელისუფლება” პრეზენტაცია
გამომცემელ-რედაქტორი: ნატო გენგიური
რედაქტორები: ნატო გენგიური, ვასილ კიკნაძე, ლელა ოჩიაური, გიორგი ცქიტიშვილი
ინგლისური ტექსტის რედაქტორი: თამარ ცაგარელი,მარიამ სხირტლაძე
ლიტერატურული რედაქტორი: მარიამ იაშვილი
მეოთხე წიგნი სერიისა “XX საუკუნის ხელოვნება” წარმოადგენს ერთი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებულ ნაშრომების კრებულს, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგებს – თეატრს, კინოს, მუსიკას, სახვით ხელოვნებას და მედიას ეძღვნება. ის 2013 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე შეიქმნა. თემა – დრო, ხელოვანი და ხელისუფლება – ეხება კონკრეტულ კვლევით პრობლემატიკას, თუმცა მრავალგვარი ინტერპრეტაცის საშუალებას იძლევა. ამასადასტურებს კრებული: სტატიების ნაწილი განიხილავს ხელოვანისა და ხელისუფლების რთული დამოკიდებულების საკითხებს, მეორე ნაწილი თავად ხელოვნების ნიმუშებში ასახულ აღნიშნული პრობლემატიკას, სხვანი კი დროის ფაქტორს, მის აღქმას ხელოვნებაში, დროთა განმავლობაში შეცვლილ დამოკიდებულებებს და სხვა საინტერესო საკითხებს წარმოგვიდგენს.
უკან