ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

2023-2024 სასწავლო წელს აცხადებს  მსმენელთა მიღებას

პროფესიული მომზადების / პროფესიული გადამზადების

საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

  • თეატრალური კოსტუმის მკერავი
  • თეატრალური კოსტუმის აქსესუარისა  და ქვილთის სპეციალისტი

 

პროფესიული  გადამზადების პროგრამა

თეატრალური კოსტუმის მკერავი

პროგრამის ხელმძღვანელი: ანკა კალატოზიშვილი

პროგრამის შესახებ:

მსმენელები  36 კვირიან სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში დაეუფლებიან  ქალისა  და მამაკაცის თეატრალური კოსტუმის შექმნას, შეისწავლიან  და შეიძენენ ამ ხელობისთვის საჭირო  უნარებს. პროგრამა შედგება  რამდენიმე ეტაპისგან  (ნაციონალური  სამოსი; რენესანსის ეპოქის სამოსი;  როკოკო - ბაროკო; XIX-XX საუკუნის კოსტუმი, თეატრალურ-აბსტრაქტული კოსტუმი) და ყოველი ეტაპის დასრულებისას,  პროგრამის ხელმძღვანელის კოორდინირებით, მსმენელი წარმოადგენს მის მიერ შექმნილ სხვადასხვა ეპოქის  ქალისა  და მამაკაცის თეატრალურ კოსტუმს.

მიღების წინაპირობა:

  • კერვის  საფუძვლების ცოდნა;
  • სამკერვალო ტექნიკის, თბურ-დანამვითი მოწყობილობების და მისი უსაფრთხოების წესების ცოდნა-გამოყენება;
  • მასალასთან და თარგთან  მუშაობის ზოგადი უნარ-ჩვევა;

აპლიკანტთა  შერჩევის  ფორმა:

  • გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:

  • 10 მსმენელი

 

მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2023 წლის 11დეკემბრიდან - 2024 წლის 10 იანვრამდე.

მსმენელის რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პორტალზე -

 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია

https://vet.emis.ge/#/registration

მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები https://vet.emis.ge/#/training-registration

ვინც რეგისტრაციის შემდეგ მოიპოვებს ჩარიცხვის უფლებას, მათთვის გამოცდა-გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 12 იანვარს.

გამოცდა-გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება - 12 იანვარს.

აპელაციის ვადა  -  13 იანვარი.

ჩარიცხულთა საბოლოო სიის გამოქვეყნების ვადა - 14 იანვარი.

სასწავლო პროცესი დაწყება - 2024 წლის 15 იანვარს და დასრულება - 2024 წლის 11 ნოემბერს.

სწავლის საფასური - 855 ლარი (თვეში 95 ლარი)

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

ელ-ფოსტა: info@tafu.edu.ge

ტელ: 574010636

 

პროფესიული  გადამზადების პროგრამა -

თეატრალური კოსტუმის აქსესუარისა  და ქვილთის სპეციალისტი

პროგრამის ხელმძღვანელი: ანკა კალატოზიშვილი

პროგრამის შესახებ:

მსმენელები  36 კვირიან სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში დაეუფლებიან  თეატრისა და კინოს კოსტუმის აქსესუარებისა  და ტექსტილის (ქვილთის)  შექმნას, შეისწავლიან  და შეიძენენ ამ ხელობისთვის საჭირო  უნარებს. პროგრამა შედგება  რამდენიმე ეტაპისაგან  (ნაციონალური  სამოსის  აქსესუარი;  რენესანსის ეპოქის სამოსის  აქსესუარი; როკოკო - ბაროკო სტილის სამოსის  აქსესუარი;  XIX -XX საუკუნის კოსტუმის აქსესუარი; ქვილთის შექმნის ტექნიკის საფუძვლები;  ტექსტილის ნიმუშების შექმნა - თავისუფალი გეომეტრია) და ყოველი  ეტაპის დასრულებისას,  პროგრამის ხელმძღვანელის კოორდინირებით, მსმენელი  წარმოადგენს მის მიერ შექმნილ  მამაკაცისა და ქალის კოსტუმის აქსესუარებსა და შექმნილი ტექსტილის ნიმუშებს.

მიღების წინაპირობა:

  • კერვის  საფუძვლების ცოდნა;
  • სამკერვალო ტექნიკის, თბურ-დანამვითი მოწყობილობების და მისი უსაფრთხოების წესების ცოდნა-გამოყენება;
  • მასალასთან და თარგთან  მუშაობის ზოგადი უნარ-ჩვევა;

აპლიკანტთა  შერჩევის  ფორმა:

  • გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:

  • 10 მსმენელი

 

მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2023 წლის 11დეკემბრიდან - 2024 წლის 10 იანვრამდე.

მსმენელის რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პორტალზე -

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია

https://vet.emis.ge/#/registration

მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები https://vet.emis.ge/#/training-registration 

ვინც რეგისტრაციის შემდეგ მოიპოვებს ჩარიცხვის უფლებას, მათთვის გამოცდა-გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 12 იანვარს.

გამოცდა-გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება - 12 იანვარს.

აპელაციის ვადა  -  13 იანვარი.

ჩარიცხულთა საბოლოო სიის გამოქვეყნების ვადა - 14 იანვარი.

სასწავლო პროცესი დაწყება - 2024 წლის 15 იანვარს და დასრულება - 2024 წლის 11 ნოემბერს.

სწავლის საფასური - 585 ლარი (თვეში 65 ლარი)

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ელ-ფოსტა: info@tafu.edu.ge

ტელ: 574010636

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2616904
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-02-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია