ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

 

გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. ონლაინ რეგისტრაცია
  2. დოკუმენტების ადგილზე წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება

 

I ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე tafu.edu.ge

2023 წლის 6 სექტემბრის 12:00 საათიდან 12 სექტემბრის 18:00 საათამდე.

 

ონლაინ რეგისტრაციის დროს ასატვირთი საბუთების ჩამონათვალი:  

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ატესტატი;
  3. ფოტოსურათი ზომით 3x4;
  4. ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

- უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს

- რეგისტრაციისათვის მინიმალური გადასახადი - 1125 ლარი.

- 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 0 ლარი

- 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - მინიმალური 337,5 ლარი

- 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - მინიმალური 562,5 ლარი

- სწავლის საფასურის გადახდის წესი

 

  • სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგ ანგარიშზე:

სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი : სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

სწავლის საფასურის ანგარიში: 708887289

 

  • ონლაინ რეგისტრაციის დროს აუცილებელია სარეგისტრაციო პორტალზე განთავსებული ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრელი ტესტის შევსება!

 

II ეტაპი - დოკუმენტების ადგილზე წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი იქნება 2023 წლის 13-14 სექტემბერს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, მისამართზე:

ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №19, III სართული, აუდიტორია №4.

 

 წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  3. 4 ფოტოსურათი ზომით 3x4,  ასევე CD-ზე ჩაწერილი;
  4. ვაჟებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო ბილეთი ან/და მიწერის მოწმობა);
  5. სწავლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასწავლო პროცესი დაიწყება 2023 წლის 18 სექტემბერს.

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2655552
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია