ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი

 აცხადებს პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური პროექტის

განვითარების კონკურსს!

 

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 22-დან 30 წლის ჩათვლით.

განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

ფორუმის სამუშაო ენა - ქართული.

განცხადების მიღების ბოლო თარიღია 15 სექტემბერი, 2023 წელი.

კონკურსში გასული პროექტების სია გამოქვეყნდება 30 სექტემბერს.


მოთხოვნილი საკონკურსო მასალა:

  1. პროექტის სათაური;
  2. სცენარის ავტორი;
  3. რეჟისორი;
  4. პროდიუსერი / კონტაქტი;
  5. პროექტის სტატუსი;
  6. მომავალი ფილმის ხანგრძლივობა;
  7. ლოგლაინი (მაქს. 350 სიმბოლო);
  8. სინოფსისი (1000 სიმბოლო);
  9. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  10. პროექტის აღწერა (რაც მოიცავს ამბის სტრუქტურას, პერსონაჟების აღწერას, სარეჟისორო ხედვას (მაქს.1500 სიტყვა));
  11. რა ეტაპზეა პროექტი და თაიმლაინი;
  12. ვიზუალური მასალა;
  13. ვიზუალური პრეზენტაცია - მუდბორდი, სთილები (არსებობის შემთხვევაში);
  14. რეჟისორის წინა ნამუშევარი (ვიმეოს ან იუთუბის ბმული / პაროლი);
  15. განმცხადებლის რეზიუმე.

საკონკურსო მასალა უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tisff.pitchingforum@tafu.edu.ge

ფორუმის ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით (საპრიზო ფონდი: I ადგილი – 5000 ლარი, II ადგილი - 3000 ლარი, III ადგილი – 2000 ლარი). ფულადი ჯილდოს გარდა, უნივერსიტეტი გამარჯვებულ პროექტებს ნაწილობრივ უზრუნველყოფს გადაღებებისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, გამარჯვებულ პროექტთა ავტორები ვალდებულები იქნებიან მომავალი ფილმის პროექტისთვის, 2024 წლის 1 ნოემბრამდე შექმნან:

  • თიზერი
  • გამართული დოსიე ქართულად და ინგლისურად
  • პროექტის განვითარების ბიუჯეტი
  • პროექტის განვითარების და დაფინანსების მოპოვების სამოქმედო გეგმა
  • ფიჩინგ-ტრეილერი

პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

ფორუმის პარტნიორია კინოკომპანია „ჯაგა გრიპი

 

ფიჩინგისთვის: ტუტორი - ქეთი მაჭავარიანი

ჟიური: ვანო არსენიშვილი, ინეკე სმითს

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2616907
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-02-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია