ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

აპელაცი

  1. რექტორის ბრძანებით, კონკურსის პერიოდში უნივერსიტეტში იმუშავებს სააპელაციო კომისია.
  2. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების განთავსებას უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge ყოველი ტურის ან გამოცდის დასრულებიდან 8 საათის განმავლობაში.
  3. უნივერსიტეტში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობა გადაღებული იქნება ვიდეოკამერით. ვიდეომასალა შეინახება უნივერსიტეტის არქივში და შეიძლება გამოყენებულ იქნას სააპელაციო კომისიის მიერ. აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს უნივერსიტეტის დაცულ ინფორმაციას და აბიტურიენტებზე არ გაიცემა.
  4. აბიტურიენტი უფლებამოსილია შეიტანოს სააპელაციო განცხადება სააპელაციო კომისიის სახელზე შემოქმედებითი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 18 საათის განმავლობაში.
  5. სააპელაციო კომისია განიხილავს აპელანტის განცხადებას და საჭიროების შემთხვევაში ნახულობს ტურის ვიდეოჩანაწერს.
  6. სააპელაციო განხილვას ესწრება მხოლოდ აბიტურიენტი.
  7. სააპელაციო კომისია უფლებამოსილია აბიტურიენტს ნება დართოს ხელმეორედ გაიაროს შესაბამისი საკონკურსო ეტაპი.
  8. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით.
  9. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.
  10. აბიტურიენტის აპელაციის განხილვის საფასურია 40 (ორმოცი) ლარი.
  • თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

         სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (აპელაცია): 708887519

გადახდის  დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აბიტურიენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

 

სააპელაციო განცხადებები მიიღება დისტანციურად, ელ-ფოსტის მისამართზე: registration@tafu.edu.ge

შევსებული განცხადების ფორმა (იხ. აქ), ქვითრის ასლთან ერთად უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე (registration@tafu.edu.ge) იმ მეილიდან, რომელიც მითითებული გაქვთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2654363
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია