- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ჩინეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის არჩილ კალანდიას მხარდაჭერით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, 2010 წლის 13-15 ოქტომბერს, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, ეწვია ჩინეთის, პეკინის დრამის ცენტრალური აკადემიის პრორექტორი, აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორი, ბატონი ლიუ ლიბინი. სწორედ მასთან ერთად დაიგეგმა ის სამომავლო გეგმები, რომელსაც ეს ორი უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებელი მომავალში ერთობლივად განახორციელებს.
როგორც მოგეხსენებათ, 2011 წლის 19 მაისს, პეკინში, ხელი მოეწერა ჩინეთის ცენტრალური დრამის აკადემიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას ესწრებოდნენ: პეკინის ცენტრალური აკადემიის რექტორი - სიუ სიანგანი და პრორექტორი - ლიუ ლუბინი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი, რექტორის თანაშემწე თამარ ცაგარელი და ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები: ელჩი კახა სიხარულიძე და პირველი მდივანი არჩილ კალანდია. პარალელურად, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო აზიის თეატრალური საგანმანათლებლო ცენტრის მეექვსე საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ”თეატრალური” წარმოდგენილი იყო, როგორც როგორც, ფორუმის ოფიციალური სტუმარი, ხოლო 2013 წლის 17-19 მაისს სინგაპურის რესპუბლიკის დედაქალაქ სინგაპურში ჩატარდა აზიის თეატრალური საგანმანათლებლო ცენტრის 8 საერთაშორისო ფორუმი, სადაც საგანმანათლებლო ცენტრის ოფიციალური მოწვევით მონაწილეობა მიიღო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, დრამის რეჟისორმა გიორგი მარგველაშვილმა და თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა თამარ ცაგარელმა. როგორც მოგეხსენებათ, ეს უკვე მესამე მოწვევა გახლდათ ჩვენი უნივერსიტეტისთვის და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ პირველ-მეორე (6-7 საერთაშორისო ფორუმზე) მოწვევაზე ”თეატრალური” წარმოდგენილი იყო, როგორც, ფორუმის ოფიციალური სტუმარი, მერვე საერთაშორისო ფორუმზე, ქართველ მონაწილეებს ოფიციალურად მოგვენიჭა დელეგატის სტატუსი, როგორც აზიის თეატრალური საგანმანათლებლო ცენტრის წევრებს.
ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება და ამა წლის 16 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, ჩინეთის, პეკინის დრამის აკადემიაში გამართულ მსოფლიო სათეატრო საგანმანათლებლო პირველ კონფერენციასა და აზიის თეატრალური სკოლების მესამე ფესტივალზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, როგორც დელეგატები, მიწვეულები გახლდნენ რექტორი, პროფესორი, დრამის რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი და თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ ცაგარელი.
პარალელურად, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, დრამის რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს ფესტივალის ჟიურის წევრად.
კონფერენციისა და ფესტივალის დასრულების შემდეგ, 25 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, პეკინის დრამის აკადემიის პრეზიდენტის - სიუ სიანგანის - თხოვნით, უნივერსიტეტის რექტორმა, დრამის რეჟისორმა გიორგი მარგველაშვილმა, აკადემიის დოქტორანტ მსახიობებთან და რეჟისორებთან, ჩაატარა მასტერკლასი თემაზე: ”ანტონ ჩეხოვის დრამის: ”სამი და” და ”ალუბლის ბაღის” ანალიზი.”
სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და გამტკიცების მიზნით, პეკინის დრამის აკადემიის გადაწყვეტილებით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მარგველაშვილს მიენიჭა პეკინის დრამის აკადემიის მოწვეული პროფესორის სტატუსი.
მიბმული ფაილები:
უკან