ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

აშშ "მედიაგანათლების პროგრამა - MEP" 2022

საქართველში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის პროფესორებისთვის უკვე მესამე წელია მიმდინარეობს პროექტი "მედიაგანათლების პროგრამა - MEP", რომლის მონაწილეებიც ამ წელს იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევების მიმართულების პროფესორები გიორგი ჩართოლანი და რევაზ ჭიჭინაძე.

09 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია „World Chicago“-ს დასკვნითი შეხვედრა, სადაც პროგრამის მონაწილეებთან ერთად მიწვეულნი იყვნენ პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების რექტორები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 2022 წლის პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ორგანიზაცია „World Chicago“-ს დირექტორი, პროფესორი დენის მეტსონი და ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ჩართოლანი.

იხილეთ ფოტომასალა

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2558847
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია