- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბრძანება N 209/2
2022 წლის 02 დეკემბერი ქ. თბილისი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მიბმული ფაილები:
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი
საკონკურსო განაცხადი
განცხადება
დანართი 1
1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევების მიმართულება
ასოცირებული პროფესორი 1 ს. ე.
კინომცოდნეობის მიმართულება
ქართული კინოს ისტორია
ასოცირებული პროფესორი 1 ს. ე.
2. სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს კადრების და კანცელარიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 09 დეკემბრიდან.
4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 10 იანვრიდან და გაგრძელდეს 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით.
5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.
საფუძველი: 2022 წლის 02 დეკემბრის აკადემიური საბჭოს
სხდომის # 12 დადგენილება.
გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი
უკან