ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  27-ე მუხლის  საფუძველზე

1. 2022 წლის 18 ნოემბრიდან გამოცხადდეს სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანის არჩევნები: 

I.   დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა.  ეკავოს პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა

ბ. სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ჰქონდეს არანაკლებ 6 წლის მუშაობის  სტაჟი

გ. გააჩნდეს  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება

დ. ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხსს.

II. კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

ა. მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია

ბ. ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია

გ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

დ. დოქტორის დიპლომის ასლი;

2.  ფაკულტეტის დეკანობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია ჩატარდეს კინო-ტელე  ფაკულტეტზე,

3. კანდიდატების რეგისტრაცია  დაიწყოს 2022 წლის 18 დეკემბრიდან და დასრულდეს 2022 წლის 27 დეკემბერს. კენჭისყრა გაიმართოს 2022 წლის  28 დეკემბერს.

4. კანდიდატთა რეგისტრაცია და ფარული კენჭისყრა ჩატარდეს კინო-ტელე ფაკულტეტზე.

5. ინფორმაცია არჩევნების გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.tafu.edu.ge. და    http://jobs.ge

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2346063
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-03-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია