ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 197/2

2022 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი

 

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის არჩევნების

გამოცხადების შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის, მე-20 მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. 2022 წლის 18 ნოემბრიდან გამოცხადდეს სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო - ტელე ფაკულტეტზე წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის არჩევნები.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს 2022 წლის  05 დეკემბრიდან და დასრულდეს 2022 წლის 14 დეკემბერს. კენჭისყრა გაიმართოს 2022 წლის 15 დეკემბერს.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია მოხდეს ფაკულტეტზე.

4. ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.tafu.edu.ge.

5. ბრძანების შესრულება დაევალოს კინო - ტელე ფაკულტეტს.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

 7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

 

გიორგი შალუტაშვილი

რექტორი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2558896
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია