ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინო ფესტივალი იწყება

პროგრამა (pdf ფორმატი)

Program (pdf format)

ჩვენებების განრიგი/Screening Schedule (pdf)

თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ოფიციალურად 3 ივნისს, 20:00 საათზე გაიხსნება. ნაჩვენები იქნება 2013 წლის გრან-პრის მფლობელი ფილმი „გზაგასაყარზე“ - რეჟისორი ზურაბ დემეტრეშვილი. საფესტივალო დღეების განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში მოეწყობა კინოჩვენებები, მასტერკლასები და სხვაღონისძიებაბი, რომელზეც დასწრება თავისუფალია.

კინომცოდნე, პროფესორ ირინა დემეტრაძის ხელმძღვანელობით პროფესიონალთა ჯგუფმა 300-ზე მეტი წარმოდგენილი ფილმიდან ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 50 შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 23 ქვეყნისკინოსკოლა: ფინეთი, გერმანია, ბელგია, ისრაელი, დანია, ბრიტანეთი, კოლუმბია, უკრაინა, რუსეთი, მაროკო, ჩეხეთი, ფილიპინები, სლოვაკეთი, ავსტრია, თურქეთი, ესპანეთი, ინდოეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბრაზილია, ვიეტნამი, საბერძნეთი და საქართველო.

ფესტივალის საერთაშორისო ჟიური დაკომპლექტდა სხვადასხვა კინოსკოლის წარმომადგენლებით: დირკ ჰოიერი (Baltic film school, Estonia); ბერტ ბეიენსი (RITS school of art, Belgium), ზუზა ნაგინდლ-ტატაროვა (Eurimage Board Member, VSMU Slovakia), რომან შირმანი (უკრაინის კინოკავშირის გენერალური მდივანი, პროფესორი), რონ ნინიო (Sem Spiegel Film and TV School, Israel). ჟიურის ყველა წევრი მოაწყობს მასტერკლას სანსაინფორმაციო შეხვედრას.

ჟიურის წევრების შეფასებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმი და დასახელდება ფესტივალისგრან-პრისმფლობელი. ასევე, გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რასაც სტუდენტები ეუფლებიან მსოფლიოს კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმა, მონტაჟი და ოპერატორის ნამუშევარი.

5 ივნისს, 15:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კინოგანათლების საკითხების განსახილველად წელს პირველად მოეწყობა „მრგვალიმაგიდა“, სადაც მოწვეულია 15 ევროპული და რეგიონული კინოსკოლა. თბილისში შეიქმნება საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობის მემორანდუმით გააერთიანებს რამდენიმე უნივერსიტეტს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს, თურქეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, შვედეთის, ისრაელის, რუმინეთის, ბელგიის, ბულგარეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის წამყვანი კინოსკოლების რექტორები, კინოფაკულტეტის დეკანები და პროფესორები.

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ფესტივალს დაესწრება ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაშიმოხვედრილიფილმების 20ავტორი. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში, გაიცნობენ ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლებენ მათთან „უწყვეტიკადრის“ უორკშოფში. ფესტივალის პარალელურად გადაღებული რამდენიმე კოპროდუქცია ნაჩვენები იქნება ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 7 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ეზოში.

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ქალაქ თბილისის საკრებულო, ისრაელის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის პარტნიორები არიან: სავაჭრო სახლი „გოლეთიანი, NOKIA X, კონიაკი „სარაჯიშვილი“ და კომპანია „წყალი მარგებელი“ – „ნაბეღლავი“.

მედია პარტნიორები: რადიო „ფორტუნა, ახალი ამბების სააგენტო „GHN”, გაზეთი „Georgia Today“, ჟურნალი „FOCUS“ და ტელეკომპანია “Music Box”.

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0950330
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია