ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს სხდომის #11

 

დადგენილება

 

 

ქ. თბილისი

16.11.2022

 

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1 „ს“ ქვეპუნქტის და  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-13.1 „ფ“ ქვეპუნქტის და  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევისა და დანიშვნის წესის დებულების 20.1 პუნქტის საფუძველზე  აკადემიურმა საბჭომ დაადგინა:

     

1. 2022 წლის 17 ნოემბრიდან გამოცხადდეს სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები.

2. დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2022 წლის  27 ნოემბერს და დასრულდეს 2022 წლის 6 დეკემბერს. კენჭისყრა გაიმართოს 2022 წლის 7 დეკემბერს.

3. კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდეს დრამის ფაკულტეტზე.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვებს:

ა. ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, ეკავოს  პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა;

ბ.  სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჰქონდეს არანაკლებ 6   წლის მუშაობის  გამოცდილება;

გ. გააჩნდეს თანამედროვე საგანმანათლებლო კანონმდებლობის, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ცოდნა, ერკვეოდეს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს სტრუქტურაში და მოთხოვნებში;

დ. გააჩნდეს  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება;

5.   კანდიდატმა აუცილებელია წარმოადგინოს:

ა. მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია

ბ. დოქტორის სამეცნიერო ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

გ. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინება

დ. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო–პედაგოგიური    დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

ე. ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული სხვა  სახის საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია  (არსებობის შემთხვევაში)

6. დადგენილება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.tafu.edu.ge.

7. დადგენილების შესრულება დაევალოს დრამის ფაკულტეტის საბჭოს;

8.  დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                                        გიორგი შალუტაშვილი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2500859
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია