ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 189/2

2022 წლის 04 ნოემბერი ქ. თბილისი

 

სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


მიმაგრებული ფაილი(ები):
დანართი 1

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს კონკურსი:

 

    ხელოვნებათმცოდნეობა

მეცნიერი თანამშრომელი    1  ს. ე.

 

    ქორეოლოგია

მეცნიერი თანამშრომელი     1  ს. ე.

 

2. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 05 ნოემბრიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 06 დეკემბრიდან და გაგრძელდეს 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/.

8.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

 

                                         საფუძველი: 2022 წლის 03 ნოემბრის აკადემიური საბჭოს სხდომის

                                                                 № 10 დადგენილება.

 

 

გიორგი შალუტაშვილი                                                               

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2346053
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-03-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია