- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ბრძანება N 166/2
2022 წლის 05 ოქტომბერი ქ. თბილისი
წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების გამოცხადების
შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის, მე-20 მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. 2022 წლის 05 ოქტომბრიდან გამოცხადდეს სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს 2022 წლის 20 ოქტომბერს და დასრულდეს 2022 წლის 29 ოქტომბერს. კენჭისყრა გაიმართოს 2022 წლის 31 ოქტომბერს.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია მოხდეს ფაკულტეტებზე და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ.
4. ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.tafu.edu.ge.
5. ბრძანების შესრულება დაევალოს ფაკულტეტებსა და სტუდენტურ თვითმმართველობას.
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.
გიორგი შალუტაშვილი
რექტორი
უკან