ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

„ეტიუდების ფესტივალი 2022“

 

2022 წლის 26 მარტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დრამის ფაკულტეტის სარეჟისორო და სამსახიობო მიმართულების I, II და III კურსის  სტუდენტებმა.

წარმოდგენილი იქნა 11 ეტიუდი: 5 სარეჟისორო და 6 სამსახიობო.

 

„ეტიუდების ფესტივალი 2022“ ორ ეტაპად განხორციელდა:

 

  • ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალი
  • ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი N-Etude

 

ფესტივალის ფარგლებში, 27 მარტს, მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენას (აუდიტორია #2) რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის სახელი მიენიჭა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეჟისორ გიორგი სიხარულიძის საავტორო დოკუმენტური ფილმის - „მოაზროვნე“ - ჩვენება და უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ გამოცემის, მიხეილ თუმანიშვილის წიგნის მე-5 ტომის  - „თეატრალური ხელოვნების სწავლების შესახებ“ -  პრეზენტაცია, შემდეგ კი - ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოება და საერთაშორისო ფესტივალის N-Etude გახსნა. ამ დღეს, საქართველოს სახალხო არტისტს თემურ ჩხეიძეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

ეროვნული საფესტივალო ეტიუდები შეაფასა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ:

 

  • თემურ ჩხეიძე - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ოქროს ნიღბის, მრავალი საერთაშორისო პრემიისა და ორდენის მფლობელი
  • ლილი ხურითი - სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი 
  • დავით ხურცილავა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი
  • თემიკო ჭიჭინაძე - რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი
  • მაკა ვასაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თეატრმცოდნე, მკვლევარი, კრიტიკოსი; სათეატრო კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის მდივანი (IATC), გამომცემლობა „კენტავრის’ ხელმძღვანელი
  • გიორგი ქლაინი - დრამის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, რეჟისორი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
  • ნუცა აბაშიძე - დრამის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, მსახიობი
  • ანასტასია ჩერნეცოვა - სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი,  თეატრმცოდნე

 

ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

 

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ნომინაციისთვის - "ჰუმანური ეტიუდი" - მიღებული ფულადი ჯილდო სრულად გადაირიცხა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის დასახმარებლად.

 

საერთაშორისო ფესტივალში, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის დრამატული ხელოვნების ნაციონალური აკადემიის, ჩინეთის დრამის ცენტრალური აკადემიისა და ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდიის სტუდენტებმა.

 

წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის სლოგანი იყო Tolerance  Amity  Freedom  Unity

 

ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრებიიყვნენ:

 

რობერტ სტურუა - რეჟისორი, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ჟიურის თავმჯდომარე

ტერი ჟანეტ ვეიქელი - რომის ცეკვის ეროვნული აკადემიის პედაგოგი, ქორეოგრაფი

ტომაშ მანი - პოლონელი დრამატურგი, რეჟისორი

იორამ ლოვენშტაინი - სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი, ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდია, დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი

იარი იუტინენი - ფინელი რეჟისორი, დრამატურგი

 

 

„ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალის N-Etude“ ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

 

 

 

ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

 

ფესტივალის პარტნიორები: სტუდენტური სასწავლო ტელევიზია „TAFU TV“, „რედიქსი“, „მერაკი“, „Asteroid B612“, „ზომა“, „დეკარტი“, „ნომერი“.

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2500897
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია