ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი გერმანიაში - 13 - 19 ივლისი, 2022

13 – 19 ივლისი, 2022 - სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის კულტურული ტურიზმის სპეციალობისა და დრამის ფაკულტეტის თეატრის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტები, უნივერსიტეტის რექტორი პროფ. გიორგი შალუტაშვილი, ფაკულტეტის დეკანი პროფ. ზვიად დოლიძე, კულტურული ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფ. მალხაზ ღვინჯილია და უნივერსიტეტის პედაგოგი მაია ღვინჯილია მიწვევით იმყოფებოდნენ გერმანიაში, ქალაქ ბად დობერანში როკფესტივალზე „Zappanale“, სადაც სალექციო კურსის „ივენთ-მენეჯმენტის“ ფარგლებში (ხელმძღვანელი: გერმანელი პროფესორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ჰაინც იურგენ ბოითერი; ასისტენტი: მაია ღვინჯილია), სტუდენტები ჩაერთნენ საორგანიზაციო გუნდში და გაიარეს პრაქტიკა.

შეხვედრები გაიმართა როსტოკის უნივერსიტეტის რექტორთან და ბერლინ-ბრანდენბურგის ჯგუფის წარმომადგენელ საშა ფლემნიტცთან.

განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები მედია მენეჯმენტისა და საგანათლებლო ტურიზმის მიმართულებით.

 

TAFU students in Germany - July 13 - 19, 2022

July 13 – 19, 2022 – The students of cultural tourism department of the Faculty of Arts, Media and Management and students of theater directing of the Drama Faculty, Rector Prof. George Shalutashvili, Dean of the Faculty of Arts, Media and Management Prof. Zviad Dolidze, Head of Cultural Tourism Department, Prof. Malkhaz Gvinjilia and lecturer Maya Gvinjilia were invited to Zappanale rock festival in Bad Doberan, Germany. TAFU students joined the organizing team and had practical trainings in event management (leader: German Professor, Honorary Professor of Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University, Dr. Heinz-Jürgen Beuter; assistant professor: Maya Gvinjilia).

TAFU official representatives and students met the Rector of the University of Rostock Prof. Dr. Wolfgang D. Schareck and the CEO of one of the largest educational groups in Berlin-Brandenburg, Sascha Flemnitz. They discussed plans for future mutual cooperation in media management and educational tourism.

Photo Gallery

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2311866
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-01-27
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია