ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

,,დრამისა და კინოს მსახიობის“ სპეციალობაზე მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ! ინფორმაცია აპელაციის შესახებ!

-  რექტორის ბრძანებით, კონკურსის პერიოდში უნივერსიტეტში იმუშავებს სააპელაციო კომისია.

-  უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების განთავსებას უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge  ყოველი ტურის ან გამოცდის დასრულებიდან 8 საათის განმავლობაში.

-  უნივერსიტეტში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობა გადაღებული იქნება ვიდეოკამერით. ვიდეომასალა შეინახება უნივერსიტეტის   არქივში და შეიძლება გამოყენებულ იქნას სააპელაციო კომისიის მიერ. აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს უნივერსიტეტის დაცულ ინფორმაციას და მობილობის მსურველ სტუდენტებზე არ გაიცემა.

  • მობილობის მსურველი სტუდენტი უფლებამოსილია შეიტანოს სააპელაციო განცხადება სააპელაციო კომისიის სახელზე    შემოქმედებითი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 18 საათის განმავლობაში.
  • სააპელაციო კომისია განიხილავს აპელანტის განცხადებას და საჭიროების შემთხვევაში ნახულობს ტურის ვიდეოჩანაწერს.
  • სააპელაციო განხილვას ესწრება მხოლოდ მობილობის მსურველი სტუდენტი.
  • სააპელაციო კომისია უფლებამოსილია მობილობის მსურველ სტუდენტს ნება დართოს ხელმეორედ გაიაროს შესაბამისი საკონკურსო ეტაპი.
  • სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით.
  • სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.
  • მობილობის მსურველი სტუდენტის აპელაციის განხილვის საფასურია 30 (ოცდაათი) ლარი.

თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე

      საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

      ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

      ბანკის კოდი: TRESGE22

      სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (აპელაცია): 708887519

      გადახდის  დანიშნულებაში უნდა  ჩაიწეროს  მობილობის მსურველი სტუდენტის გვარი,  სახელი,  11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

 

სააპელაციო განცხადებები მიიღება დისტანციურად ელ-ფოსტის მისამართზე  registration@tafu.edu.ge

გთხოვთ,  შეავსოთ განაცხადის ფორმა და ქვითრის ასლთან ერთად გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე (registration@tafu.edu.ge)  იმ  მეილიდან, რომელიც მითითებული გაქვთ ჩვენს ვებ-გვერდზე  რეგისტრაციის დროს.

ჩამოტვირთეთ სააპელაციო ფორმა

გისურვებთ წარმატებას!!!

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2311844
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-01-27
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია