- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
განათლების საერთაშორისო ცენტრი
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსდა. ცენტრის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მომზადება.
განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს 3 პროგრამას:
სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებზე დაფინანსების მსურველთათვის რეგისტრაციის ვადებია 7მაისი-7 ივნისი
განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე გაიმართება 15 მაისს ექსპო ჯორჯიას მესამე პავლიონში (წერეთლის 118)
ღია კარის დღეზე სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებში ჩართვის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაციები გაიარონ ცენტრის ტუტორებთან.
ღია კარის დღე გაგრძელდება 11:00-დან 15:00-მდე. 12:00 -ზე გაიმართება კულმინაციური ღონისძიება უმაღლესი რანგის სტუმრების მონაწილეობით.
ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იქნებიან საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტთა რექტორები, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან ერთად ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
დამატებითი ინფორმაცია ცენტრის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე iec.gov.ge და ცენტრის ფეისბუქგვერდზე www.facebook.com/iec.gov.ge
უკან