ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

განცხადება

 

ცხადდება   მიღება  დოქტორანტურაში  2022-2023  სასწავლო  წლისათვის  შემდეგ  სადოქტორო პროგრამებზე:


 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტი

 

•  ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები - თეატრმცოდნეობა

,, თანამედროვე ქართული თეატრი “ -ხელმძღვ.  პროფ. გიორგი ცქიტიშვილი

 

•  ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები - კინომცოდნეობა

  ,,ქართული კინო  მითოლოგიურ-ფოლკლორულ  ასპექტებში’’ - ხელმძღვ. პროფ. ლელა  ოჩიაური

 

•  ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები - ხელოვნებათმცოდნეობა

  ,,ქართული ხელოვნების ისტორია  მსოფლიო  ხელოვნების  კონტექსტში’’ - ხელმძღვ. პროფ. ნატო გენგიური

 

•  კულტურა მედიაში - ხელმძღვ. პროფ. გიორგი ჩართოლანი

 

 

საბუთები  მიიღება  2022 წლის  1  სექტემბრიდან   14  სექტემბრის  ჩათვლით.

 

 დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:

 

- განცხადება რექტორის სახელზე სადოქტორო პროგრამის მითითებით

- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV)

- ოთხი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით)

- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი

  - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა-დასაბუთება

- სავარაუდო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა

- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში)

- ახსნა- განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.

- მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)

- რეფერატი საკვლევი თემის შესახებ. (ფორმატი: 7-10 ნაბეჭდი გვერდი, უნიკოდი ,,აკადნუსხ“-შრიფტი - 12, ინტერვალი - 1/,,sylfaen” - შრიფტი - 11, ინტერვალი - 1) სასურველი თემატიკის ფარგლებში-თეორიული მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა.

 

- 20 ლარიანი ქვითარი

რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო   

                                 უნივერსიტეტი.  საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

                                 ბანკი : სახელმწიფო ხაზინა

                                 ბანკის კოდი: TRESGE22

                                 ანგარიში: 7 0888 7519 

 

 

სადოქტორო პროგრამა ,,კულტურა მედიაში“  ჩაბარების მსურველებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

 

  1. სამოტივაციო წერილი.
  2. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში)

 

  • გამოცდა უცხო ენაში  ჩატარდება - 16 სექტემბერს

                  /მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის სერთიფიკატს/

  • გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება - 19 სექტემბერს.

               

                  საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს 19 სექტემბერს. 

                  საბოლოო შედეგები გამოცხადდება  20 სექტემბერს.

             

     სასწავლო პროცესი დაიწყება 2022 წლის 26 სექტემბერს.  

 

      საბუთები მიიღება უნივერსიტეტის I კორპუსში (შოთა რუსთაველის  გამზირი 19),  ოთახი 5 ,    11 საათიდან  17 საათამდე   შაბათ-კვირის გარდა. ტელ: +995 322 999411 (#162),  577 288 784,  577 288 785 ,577 727 030.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2275191
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2022-12-01
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია