ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

1 ივლისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახალი გამოცემის პრეზენტაცია. უნივერისტეტის გამომცემლობა „კენტავრმა“ დაბეჭდა სამეცნიერო ჟურნალი „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთშორისო კრებული“. წლევანდელი, 2022 წლის ნომერი მიეძღვნა თემას „ქალი და ხელოვნება“. ჟურნალში ყველა სტატია გამოქვეყნებულია ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად. ის წარმოგვიდგენს კვლევითი ხასიათის სტატიებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში - თეატრის, კინოს, სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის, ქორეოგრაფიის, მუსიკის და, ასევე, მედიის სფეროში. სტეტიების თემატიკა ეძღვნება ქალის საკითხის ხელოვნებაში. კრებულში ეს თემა გაშლილია სხვადასხვა მიმართებით: გენდერული კუთხით დანახული ხელოვნება, ხელოვანი ქალები, ქალის საკითხი ხელოვნებაში, ისტორია ქალის როლზე მხატვრულ პროცესებში და ა.შ.

პრეზენტაცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შალუტაშვილმა და პროფესორმა ნატო გენგიურმა. სიტყვით გამოვიდნენ, ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი გიორგი ცქიტიშვილი, პროფესორი გიორგი ჩართოლანი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი ანა კლდიაშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი რუსუდან მირცხულავა, რეჟისორი ვანო ხუციშვილი, თეატრმცოდნე გუბაზ მეგრელიძე, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი თამილა ქამუშაძე.

ჟურნალი მომზადდა სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, მისი მთავრი რედაქტორი და გამომცემელია პროფესორი ნატო გენგიური. საერდაქციო საბჭო შედგება ქართველი და უცხოელი პროფესორებისგან: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან გიორგი ცქიტიშვილი, მაკა ვასაძე, ზვიად დოლიძე, ლელა ოჩიაური, კონსერვატორიიდან - თამარ ჩხეიძე, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი ნადიეჟდა მარინჩევსკა, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი ქრისტიან ფრაიგანგი.

კრებულში გაერთიანებულია 2021 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ხელოვნების მკვლევართა XIV საერთაშორისო კონფერენციის თემატური სექციების მასალები.

„ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული, #2(12)“ 2022

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2558854
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია