- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე 2022“
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეროვნული ცეკვების ფედერაციის ორგანიზებით, 2022 წლის 24 და 25 ივნისს ტრადიციული სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე-2022“ ჩატარდა ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის მიმართულების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებლებისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მონაწილეობით.
ფორუმ-ფესტივალი 24 ივნისს გაიხსნა. გაიმართა თეატრალური კოსტიუმისა და აქსესუარის დეფილე, თეატრალური გრიმის ტექნოლოგიის მასტერკლასი და ინტერაქტიული ჩვენება, სამეცნიერო კონფერენცია ქორეოლოგიაში და დევიდ ლევინის საავტორო ქორეოგრაფიის მასტერკლასი.
25 ივნისს, სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალის ფარგლებში გაიმართა გალა-კონცერტი სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით:
ფესტივალი მიზნად ისახავს ქორეოგრაფიული ხელოვნების საშემსრულებლო, სასწავლო და სემეცნიერო (ქორეოლოგიის) მიმართულებების განვითარებასა და უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში მის პროპაგანდა-პოპულარიზაციას.
ფესტივალის ავტორი და ხელმძღვანელი - ანანო სამსონაძე
ფესტივალის თანაორგანიზატორი - ეროვნული ცეკვების ფედერაცია. ფედერაციის პრეზიდენტი ნინო დარახველიძე
ფესტივალის პარტნიორები - პროფესიული მომზადების პროგრამები: „თეატრალური კოსტიუმების მკერავი“ (ხელმძღვანელი: ანკა კალატოზიშვილი) და „მხატვარ-გრიმიორი“ (ხელმძღვანელი: ანუკა მურვანიძე)
საორგანიზაციო ჯგუფი: ბელა ნოზაძე, თამარ გეგეშიძე, ია ლორთქიფანიძე, ხათუნა დამჩიძე, სოფო ნიორაძე
ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი - თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.