ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2022 წლის 29-30 ივნისს

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ონლაინ

ხელოვნების მკვლევართა XV საერთაშორისო კონფერენცია

წლევანდელი კონფერენციის თემაა „კულტურა და გლობალური გამოწვევები“;

 

29 ივნისს, ოთხშაბათს, 11:00 საათზე - კონფერენციის გახსნა და სექციების მუშაობა (ონლაინ);

30 ივნისს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე - კონფერენციის მეორე დღე, სექციების მუშაობა (ონლაინ);

1 ივლისს, პარასკევს, 13:00 საათზე - პრეზენტაცია ხელოვნების მკვლევართა XIV საერთაშორისო კონფერენციის თემატური მოხსენებების საფუძველზე გამოცემული ორენოვანი ჟურნალისა „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთშორისო კრებული, #2 (12), 2022. (უნივერსიტეტის I კორპუსი, რუსთაველის პრ. #19).

კონფერენციის ორგანიზატორი და დამფუძნებელი - პროფესორი ნატო გენგიური

კონფერენციის კოორდინატორი - პროფესორი ზვიად დოლიძე

ხელოვნების მკვლევართა XV კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მკვლევარები საქართველოდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან. კონფერენციის სამეცნიერო და სარედაქციო საბჭოს წევრები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი (გერმანია, ბულგარეთი) მეცნიერები. წელს კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი მოხსენება ხელოვნების სხვადახვა დარგში, მედიასა და მომიჯნავე სფეროებში. იმუშავებს თეატრმცოდნეობისა და ხელოვნებათმცოდნეობის, ქორეოლოგიისა და მუსიკოლოგიის, კინომცოდნეობისა და მედიის სექციები. იქნება, ასევე, თავისუფალი თემატიკის სექციები ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით.

ანოტაციები

პროგრამა | Program

ხელოვნების მკვლევართა XV საერთაშორისო კონფერენცია

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2275192
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2022-12-01
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია