ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 78/2

2022 წლის 18 მაისი ქ. თბილისი

 

დრამისა და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

მიბმული ფაილები:
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი 
საკონკურსო განაცხადი
განცხადება
დანართი 1

 

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდესკონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

დრამის ფაკულტეტი

 

თეატრალური ხელოვნების მიმართულებით:

მსახიობის ოსტატობის განხრით

  • ასოცირებული პროფესორის         2 ს. ე 

 

                                              

სახელოვნებო  მეცნიერებების, მედიისა  და  მენეჯმენტის  ფაკულტეტი

     

კინოს  ისტორიის  მიმართულებით  /მსოფლიო კინოს ისტორია/

 

         

  • ასოცირებული პროფესორის               1 ს. ე

 

 

2.  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს კადრების და კანცელარიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ  ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 19 მაისიდან.

4. კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2022 წლის 20 ივნისს  და გაგრძელდეს 2022 წლის  30 ივნისის ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

7.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

 

                                               საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის # 6 დადგენილება.

                                                                     17.05.2022 წელი

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2558835
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია