ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2022 წლის 13 მაისს საქართველოს შოთა  რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსტეტის ალექსიძის სახ. თეატრში ჩატარდა საქართველოს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის საიუბლეო საღამო - საქართველოს სტუდენტთა მე-15 სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა დაჯილდოება და კონცერტი.

ღონისძიების ორგანიზატორი - ნატო გენგიური, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

სტუდენტებს და პედაგოგებს სიტყვით მიმართეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსტეტის რექტორმა გიორგიშალუტაშვილმა და პროფესორმა  ნატო გენგიურმა, რომელიც არის კონფერენციის ორგანიზატორი მისი დაფუძნებიდანვე. სიტყვით გამოვიდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის   კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, კომპოზიტორი, ასოც. პროფესორი მაკავირსალაძე.

მე-15 კონფერენციის მონაწილეებს სიგელები გადასცეს რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნატო გენგიურმა, ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზვიად დოლიძემ, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ანანო სამსონაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა დოლიძემ და კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფესორმა მაკა ვირსალაძემ.

დაჯილდოებულმა სტუდენტებმა მიმართეს დამსწრეებს, გაუზიარეს მათ თავისი სიხარული და მადლიერება. არაერთმა სტუდენტმა ისაუბრა კონფერენციაზე გამოსვლის მნიშვნელობაზე მათ ცხოვრებაში, სწავლის პროცესში. ბოლოს ყველა პედაგოგი და სტუდენტი სცენაზე ავიდა. ეს იყო ამაღელვებელი მომენტი, რადგან სცენა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პირველად დაეთმო თეორეტიკოსებს - თეატრმცოდნეებს და ქორეოლოგებს, კინომცოდნეებს და ჟურნალისტებს, ხელოვნებათმცოდნეებს, კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სპეციალობების სტუდენტებსა და პედაგოგებს.

საღამო დასრულდა ფოლკლორული კონცერტით: ქართული ცეკვა და სიმღერა წარმოადგინეს ჩვენი უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „როკვა“, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი - უჩა დვალიშვილი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუსიკო მიმართულების სტუდენტურმა გუნდმა, ხელმძღვანელი - თორნიკე მანწკავა.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი მასალა


უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2558897
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია