ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

საქართველოს სტუდენტთა XV სამეცნიერო კონფერენცია 11 მაისს ონლაინ ჩატარდა.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია 2008 წლიდან ყოველ წელს ტარდება სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

კონფერენციის ორგანიზატორია ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო გენგიური.

წლევანდელი კონფერენცია საიუბილეოა, მეთხუტმეტედ ტარდება. მასში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა სტუდენტმა. მათი უმრავლესობა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტის სხვადასხვა სპეციალობებზე სწავლობენ როგორც თეორიულ, ისე საშემსრულებლო მიმართულებებზე. მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ივ, ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენცია გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შალუტაშვილმა და კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა ნატო გენგიურმა.

სტუდენტებს მიესალმნენ სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზვიად დოლიძე, კონსერვატორიის პროფესორი მარინა ქავთარაძე, პროფესორი გიორგი ჩართოლანი, უნივერისტეტის ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი ანანო სამსონაძე.

იმუშავა 10 სექციამ: თეატრმცოდნეობის, ქორეოლოგიისა და მუსიკოლოგიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის. ცალკე სექცია მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს, რომელზეც ასოც. პროფასორ მაია კიკნაძის სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მისი შემოქმედების შესახებ. სექციებს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები და ასოცირებული პროფესორები: მაკა ვასაძე, თამარ ცაგარელი, ანანო სამსონაძე, მარინა ხარატიშვილი, ზვიად დოლიძე, ეკატერინე კიკნაძე, ნანა დოლიძე, გიორგი ჩართოლანი, დოდო ჭუმბურიძე, მალხაზ ღვინჯილია.

13 მაისს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში მომხსენებელ-სტუდენტთა სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება და სტუდენტური კონფერენციის იუბილესადმი მიღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

იხილეთ ფოტოები

იხილეთ ვიდეო: პროფესორი ნატო გენგიური - საქართველოს სტუდენტთა XV სამეცნიერო კონფერენციის შესახებ ერთსულოვნების "დილაში"

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2275243
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2022-12-01
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია