ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

"ეტიუდების ფესტივალი 2014-ის გამარჯვებულები გამოვლიდენ"

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს ეტიუდების ფესტივალით აღნიშნავს. წელს ფესტივალი უკვე მეექვსედ ჩატარდა.

ფესტივალს საფუძველი ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაეყარა და მისდამი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რასაც ამტკიცებს მუდმივი ანშლაგები ფესტივალის მიმდინარეობისას და ის ფაქტი, რომ მარჯანიშვილის სხვენიდან უკვე დიდ სცენაზე გადაინაცვლა, რომელიც ასევე რთულად იტევს ფესტივალზე დასწრების მსერვეთა ასეთ რაოდენობას.

წელს ფესტივალი ერთდღიანი იყო. ფესტივალის პარალელურად მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში,  თეატრალური უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა მოეწყო.

როგორც ყოველთვის, საღამომ მღელვარებით და  მხურვალე აპლოდისმენტებით ჩაიარა. 14 ეტიუდი იყო ნაჩვენები, აქედან 6 სარეჟისორო და 8 სამსახიობო.

წელს ფესტივალის ჟიური შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

1. თეატრმცოდნე- თამარ ცაგარელი;
2. კინორეჟისორი -ოთარ ლითანიშვილი;
3. დრამის რეჟისორი - ვანო ხუციშვილი;
4. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი-ნინო დუმბაძე;
5. თუმანიშვილის თეატრის მსახიობი -გიორგი ნაკაშიძე;

ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - არლეკინი და 300 ლარიანი ფულადი პრემია გადაეცა I კურსის სტუდენტს ლევან სალარიძეს;

2. საუკეთესო მსახიობი ქალი: არლეკინი და 300 ლარიანი ფულადი პრემია გადაეცა II კურსის სტუდენტს ქეთი ტატიშვილს;

3. საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი გახდა "ბალერინა", რომელშიც მონაწილეობდნენ II კურსელები ვახო მახარეიშვილი და სალომე ბენიძე;

4. საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდის წოდება მიიღო II კურსის სტუდენტმა, გიორგი მაჭარაშვილმა ეტიუდით "მადონა ნორისი", სადაც მონაწილეობდნენ: ანანო იაშვილი, მარიკა ხუნდაძე, ანო ზურაშვილი, ბექა წილოსანი, ნოდარ იაკობაშვილი და ნოდარ მელაძე.

5. ხოლო გრან-პრი გადაეცა ეტიუდს "open", I კურსი, რეჟისორი ვაჟა რამიშვილი, მონაწილეობდა ლევან სალარიძე.

ასევე სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმაც გამოავლინა თავისი სიმპათია. წლევანდელი ფესტივალის სტუდენტური ჟიური იყო:

1. თეატრმცოდნე -ნუცა კობაიძე;
2. მსახიობი- ლაშა ჯუხარაშვილი;
3. რეჯისორი- გიორგი ჩალაძე;

მათ პრიზი გადასცეს სარეჟისორო ეტიუდს "დიდების თამაშები", რეჟ: ანუკი ხიდაშელი, მონაწილეობდნენ: აგო ელიჯარაშვილი, გიორგი კავილაძე, გოგა გოგეშვილი, და ნიკა შაუთიძე;

თუმცა ფესტივალი ამით არ დამთავრებულა, როგორც მოგეხსენებათ უკვე მესამე წელია სტუდენტური თვითმმართველობა, როგორც ამ ფესტივალის ორგანიზატორი პრიზს გადასცემს თავის რჩეულს, წელს კი მისი რჩეული გახდა სამსახიობო ეტიუდი "სიზმარი", II კურსი, მონაწილეობდნენ: რატი ყულოშვილი, იურა ჩიტიშვილი, ირაკლი გრძელიშვილი და მაკო კახეთელიძე;

ფესტივალის მხარდამჭერმა კომპანიებმა, სავაჭრო სახლმა "გოლეთიანმა," "ელიტ ელექტრონიქსმა" და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა "ისი პარიმ" სპეციალური პრიზები გადასცა გამარჯვებულ ეტიუდებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ და მიცულოცოთ თეატრის საერთაშორისო დღე, ყველა მონაწილეს, შემოქმედებით და საორგანიზაციო ჯგუფს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და სტუდენტების წახალისებისათვის. იმედია მომავალი წელი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება "ეტიუდების ფესტივალისთვის" და საერთაშორისო გახდება.                                                              

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0957748
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-06-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია