- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2022 წლის 4 აპრილიდან 17 აპრილამდე, ტ.კ. ჟურგენოვის სახელობის ყაზახეთის ხელოვნების ნაციონალურ აკადემიასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯემენტის ფაკულტეტზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ აკადემიის ბაკალავრიატის სტუდენტები:
ალიხან ტურენოვი (Alikhan Turenov) - მე-3 კურსის სტუდენტი, კინომცოდნეობა;
რანო ნაზაროვა (Rano Nazarova) - მე-3 კურსის სტუდენტი, თეატრმცოდნეობა;
დილიარა ტულკენოვა (Dilyara Tulkenova) - მე-3 კურსის სტუდენტი, ხელოვნებათმცოდნეობა.
ჩვენს უნივერსიტეტში მათ გაიარეს სასერტიფიკატო თეორიულ-პრაქტიკული პროგრამა „ქართული ხელოვნების გაცნობა - ხელოვნება, თეატრი, კინო“.
პროგრამის ხელმძღვანელია პროფესორი ნატო გენგიური.
სალექციო და პრაქტიკულ კურსებს უძღვებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები:
ზვიად დოლიძე, გიორგი ცქიტიშვილი, ეკატერინე კიკნაძე, ლალი ოსეფაშვილი, ნინო ქავთარია.
ვიზიტის პირველ დღეს, სტუდენტები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი შალუტაშვილს.
გაეცნენ უნივერსიტეტის მოკლე ისტორიას, უნივერსიტეტის ისტორიულ შენობას, სასწავლო თეატრს, მუზეუმს და ა.შ.
15 აპრილს, ორკვირიანი სასწავლო და პრაქტიკული აქტივობების შემდეგ, ყაზახმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, გაგვიზიარეს შთაბეჭდილებები თბილისსა და ქართული ხელოვნების, თეატრისა და კინოს შესახებ.