ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 31/3

2022 წლის 14 მარტი ქ. თბილისი

 

აკადემიური საბჭოს წევრის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან არჩევნების გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 22-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-12 მუხლის, მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე” ქვეპუნქტისა და სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევისა და დანიშვნის წესის შესახებ დებულების პირველი, მე-2 და მე-9 მუხლების საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. გამოცხადდეს სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის  დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელის არჩევნები. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2022  წლის  14 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით. უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესის დაცვით არჩეულ იქნას აკადემიური საბჭოს 1 წევრი.

2. კენჭისყრა ჩატარდეს 29 მარტს, უნივერსიტეტის I კორპუსში, მისამართზე: რუსთაველის გამზ. № 19.

3. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 29 მარტისა.

4. აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს  საარჩევნო კომისია.

5. აკადემიური საბჭოს ახლადარჩეული წევრის  უფლებამოსილება წარმოეშვას 2022 წლის 29 მარტიდან, პირველი შეკრებისთანავე.

6. კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს მისამართზე: შ. რუსთაველის გამზ. № 19 ან/და ელ. ფოსტის info@tafu.edu.ge მეშვეობით.

7. უნივერსიტეტში მოქმედ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების პროცედურასთან დაკავშირებულ დამატებით საკითხებს განსაზღვრავს საარჩევნო კომისია.

8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

9. ბრძანების  გამოქვეყნება დაევალოს კადრებისა და კანცელარიის სამსახურს.

10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.                                                                                                      

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

                                                საფუძველი: დ. ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი     

                                                                       ინსტიტუტის დირექტორის გ. ცქიტიშვილის

                                                                      12.03.2022 წლის სამსახურებრივი ბარათი.                                                                                  

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2558858
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია