ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 17/2

2022 წლის 01 თებერვალი ქ. თბილისი

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 20-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

 

1. 2022 წლის 3 თებერვლიდან გამოცხადდეს კონკურსი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევად.

2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სამეცნიერო ხარისხი

ბ)უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების  ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

გ) სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

დ) სახელმწიფო (ქართული) ენის ცოდნა

ე) ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური ან რუსული ენის  ცოდნა B2 დონეზე

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა

ზ) დამატებით მოთხოვნები:

  • კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;
  • დროის მართვის, შეზღუდულ დროში და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.

3. კონკურსანტმა აკადემიურ საბჭოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამოქმედო პროგრამა.

4. კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2022 წლის 21 თებერვლიდან და გაგრძელდეს 2022 წლის 04 მარტის ჩათვლით, მისამართზე: შ. რუსთაველის გამზ. № 19 ან/და ელ. ფოსტის info@tafu.edu.ge მეშვეობით.

  1. შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს.

6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

7.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

 

                                                       საფუძველი: 31.01.2022 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის

                                                                               # 2  დადგენილება

 

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2558847
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია