ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 230/2

2021 წლის 02 დეკემბერი ქ. თბილისი

 

სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში კონკურსის შედეგად უფროსი მეცნიერი თანამშრომლის დანიშვნის შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 20-ე მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ა რ ჩ ე უ ლ იქნას სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე2021 წლის 01 დეკემბრიდან, გაუფორმდეთ შრომითი ხელშეკრულებები:

 

ლიტერატურული ნაწარმოების ინსცენირებისა და ეკრანიზაციის კვლევის მიმართულებით

 

1. მანანა პაიჭაძე                  4 წლის ვადით

 

2. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობაზე დანიშვნის შედეგები გამოცხადდეს საჯაროდ, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე, http://tafu.edu.ge/

3. დანიშნულ უფროს მეცნიერ თანამშრომლებთან გაფორმდეს კონტრაქტები შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით.

4. შრომითი კონტრაქტების გაფორმებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

                                                საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.

                                                                       01.12.2021 წ.

 

გიორგი შალუტაშვილი                                                               

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2655540
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია