ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

გამომცემლობაკენტავრი“ გიწვევთ ახალი წიგნების პრეზენტაციაზე

გამომცემლობა „კენტავრი“ გიწვევთ ახალი წიგნების პრეზენტაციაზე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“ 25 მარტს (17:00) გიწვევთ ახალი წიგნების პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში. მის: აღმაშენებლის გამზ. 40

განხორციელდა უნივერსიტეტის რექტორის, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის და მიხეილ თუმანიშვილის ფონდის დამაარსებელის, ხელმძღვანელის, მწერალისა და მთარგმნელის _ მანანა ანთაძე-ციციშვილის ერთობლივი იდეა: გამოიცეს პიესები, რომლებიც კონკრეტულად, ამა თუ იმ რეჟისორის სურვილით ქართულად ითარგმნა და განხორციელდა. ეს არის სპექტაკლებიდან ფოტოსურათებით გაფორმებული პატარ-პატარა წიგნების სერია, რომელშიც, ტექსტის გარდა, შემოქმედებითი დასის წევრების _ მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების და ა.შ ჩამონათვალი შევა.

27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, ეძღვნება სერიის პირველი ოთხი წიგნის გამოცემა. ეს გახლავთ მანანა ანთაძის თარგმანები: გიორგი მარგველაშვილისთვის მ. ჩეხოვის `ალუბლის ბაღი~ (დაიდგა თუმანიშვილის თეატრში 2006 წ.); მოლიერის `დონ ჟუანი~ მ. თუმანიშვილისთვის (დაიდგა კინომსახიობთა თეატრში 1981 წ.): დ. დოიაშვილისთვის შექსპირის „მაკბეთი“ და ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ (ორივე პიესა მუსიკისა და დრამის თეატრში დაიდგა 2009, 2011 წლებში).

დაგეგმილია სერიის გაგრძელება, ქართულ თეატრში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე, ცნობილი რეჟისორების დაკვეთით თარგმნილი პიესების გამოცემა. გამომცემლობა კენტავრის დირექტორის, მაკა ვასაძის განცხადებით: ეს წიგნები დახმარებას გაუწევს სტუდენტებს სასურველი პროფესიის დაუფლებაში. ვიმედოვნებთ, სერია დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ადამიანებში, არამედ ფართო მკითხველშიც.

პრეზენტაცია გაიმართება უნივერსიტეტის II კოსპუსში.

მისამართი: აღმაშენებლის გამზ. #40

25 მარტი - 17:00

უკან
სიახლეების არქივი
მოვლენები
გრიმის ცხება
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი "ტერფსიქორე"
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ამირანი"
ეტიუდების ფესტივალი
კონფერენციები
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
0950441
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია