KINOLUMIERE.GE


კ ი ნ ო კ ლ ა ს ი კ ო ს ე ბ ი

კინოხელოვნებასა და შემოქმედების შესახებ

კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულებიც, ხშირად, ინტერესდებიან გამოცდილებით, რომელიც დააგროვეს მათმა კერპებმა. ინტერსი გამართლებულია და გასაგები. ხელოვანთა გამონათქვამებში ვეცნობით ჩვენგან წასული დღეების სიმართლეს, მართალია, სუბიექტურს, მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ განცდილს, მაგრამ გადმოცემულს ჭეშმარიტი სულისმიერებით და თვითგანცდის ორიგინალობით. ჟურნალი "ლუმიერი" ამ ფორმითაც გაცნობთ კინოკლასიკოსებად აღიარებულ კინოხელოვანთა ცხოვრებასა და სააზროვნო სივრცეს.





 
           
    1898 _ 1981    
       


მე მოვედი კინოში დიდი ხნის წინ, ეპოქაში, როცა ლიტერატურა და თეატრი ზოგ ჩვენგანს უიმედოდ მოძველებული ეჩვენებოდა, იმ დროს, როცა სიტყვა `რევოლუცია~ მხატვრული პრობლემების გადამწყვეტ გასაღებად გვესახებოდა. კინო იყო ახალი გამომხატველი საშუალება, რომელიც ყველაზე ნაკლებად იყო კომპრომეტირებული წარსულში _ ერთი სიტყვით, ის იყო რევოლუციური ხელოვნება.
და კიდევ, მე მიზიდავდა კინემატოგრაფის გამორჩეული თვისება _ მისი სახალხოობა. პოეზიას, მუსიკას, პლასტიკურ ხელოვნებებს ერთგვარ სფეროდ გარდაქმნა ემუქრებოდათ, სადაც შეღწევა შესაძლებელი იქნებოდა ისედაც ვიწრო კარებით, რომელიც დროთაგანმავლობაში სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა.



 
   KINOLUMIERE.GE  
   ვ  
      1906 _1976  
       


სიტყვა "ნეორეალიზმი" იმ მიმოწერის საფუძველზე გაჩნდა, რომელსაც მე, ჩემს მონტაჟორთან, მარიო სერანდრეისთან ვაწარმოებდი _ იგი დღემდე ჩემი ფილმების მუდმივი მონტაჟორია. რომში სერანდრეიმ ნახა "სიშმაგის" ახალგამჟღავნებული ფირი და მომწერა ვრცელი წერილი, სადაც სხვადასხვა ამბებთან ერთად ეწერა შემდეგი: "კინოს ამ სახეობას, რასაც ამჟამად ვუყურებ, და ა.შ., მე დავარქმევდი `ნეორეალიზმსო".
ეს მიმართულება მართლაც `სიშმაგეში~ დაიბადა. წერილი დაწერილი იყო მწვანე მელნით, და მას შემდეგ ჩვენს შორის ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა: ჩემი ყოველი ფილმის გადაღებისას, როცა მე რომიდან შორს მივემგზავრები, ჩემი მონტაჟორი ნახულობს გადაღებულ მასალას, იმისდა მიხედვით რასაც ვუგზავნი და მწერს თავის შთაბეჭდილებებზე.

   KINOLUMIERE.GE  
          
     1920 _ 1993    
       



როსელინი ჩემთვის იყო ერთგვარი დედაქალაქის მკვიდრი ადამიანი, რომელიც დამეხმარა რომ ქუჩაზე გადავსულიყავი. მე არ ვიტყოდი, რომ მან ჩემზე ღრმა კვალი დატოვა _ იმ გაგებით, რასაც საზოგადოდ ამ გამოთქმაში გულისხმობენ ხოლმე. მის მიმართ, და მის ჩემთან დამოკიდებულებაში მე ვაღიარებ პირველქმნილებას
_ ადამის მსგავს პირველქმნილობას: იგი იყო წინაპარი, რომლისგანაც ყველა ჩვენგანი დაიბადა.
იმის განსაზღვრა, თუ რა მივიღე მისგან მემკვიდრეობად, ადვილი არ არის. როსელინი დამეხმარა აბულიის ბუნდოვანი პერიოდიდან, ჩაკეტილ წრეში მოძრაობისგან გადავსულიყავი, ჩემი ცხოვრების კინემატოგრაფის ეტაპთან. ჩემი მასთან შეხვედრა, და ფილმები, რომლებსაც ერთად ვაკეთებდით, ჩემთვის მნიშვნელოვანია; მასთან ურთიერთობა ბედის საჩუქრის მსგავსი რამ იყო, ჩემგან ყოველგვარი გათვლისა და ანგარების გარეშე დაბადებული. უბრალოდ, მე მოვმწიფდი საქმისათვის, გვერდით კი როსელინი აღმოჩნდა.

   KINOLUMIERE.GE  


 
     ბ  
  1918 _ 2007  
   


 

ჩარლი ჩაპლინი სტოკჰოლმში ჩამოვიდა, რათა გაეკეთებინა რეკლამა, შვედურ ენაზე, თავისი ბიოგრაფიის გამოცემასთან დაკავშირებით. მისმა გამომცემელმა ლასსე ბერსტრიომმა მკითხა, ხომ არ ვისურვებდი ამ უდიდეს ადამიანთან შეხვედრას გრანდ-ოტელში. მე მინდოდა. დილის ათ საათზე ჩვენ მისი სასტუმროს ნომრის კარებზე დავაკაკუნეთ. ჩაპლინმა იმ წამსვე თავად გაგვიღო კარი. ის იყო გამოწყობილი მუქ, ზედმიწევნით დახვეწილ კოსტუმში, რომლის ლაცკანზე საპატიო ლეგიონის მედალი კიაფობდა. იგი თავაზიანად მოგვესალმა დაბალი ტემბრის, ოდნავ ჩახლეჩილი, ნახევარტონებით მდიდარი ხმით. სიღრმიდან გამოჩნდა მისი მეუღლე უნა და ორი, სრულიად ნორჩი, ქურციკებივით წარმტაცი, გოგონა.
ჩვენ მაშინვე მის წიგნზე დავიწყეთ საუბარი. მე ვკითხე როდის შენიშნა საკუთარ თავს, რომ სიცილს იწვევს, რომ ადამიანები სწორედ მასზე იცინიან. მან თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და სიამოვნებით დაიწყო თხრობა. ეს იმ დროს მოხდა, როცა იგი `კისტოუნში~ მუშაობდა მსახიობთა ჯგუფში, რომელსაც ერქვა Keystone Cops (`კისტოუნელი პოლიციელები). მსახიობები უძრავი კამერის წინ ასრულებდნენ ტრიუკებს, რაც ძალიან წააგავდა სცენაზე საკონცერტო ნომრებს. ერთხელ მათ უნდა დაეჭირათ დამნაშავე _ ზორბა წვეროსანი, მათეთრებლით შეღებილი სახით. ეს იყო მათი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყოველდღიური დავალება. დაუსრულებელი სირბილისა და წაბორძიკება-დაცემების შემდეგ ბოლოსდაბოლოს, სადილისათვის დაიჭირეს ის საზიზღარი. წვეროსანი დასვეს იატაკზე პოლიციელების გარემოცვაში, რომლებიც თავში ურტყადნენ მას ხელჯოხებს. ამ დროს ჩაპლინს ასეთი აზრი დაებადა: შეუსვენებლივ კი არ ერტყათ, როგორც იყო ნაბრძანევი, არამედ მრავალფეროვანი გაეხადათ სცენა. პირველყოვლისა იზრუნა მასზედ, რომ კადრში მოხვედრილიყო და შემდეგ ხელჯოხის ქნევა დაიწყო _ მოიქნევდა და იქვე ჩერდებოდა. როცა ბოლოს და ბოლოს მან დარტყმა გადაწყვიტა _ მიზანს ააცდინა და დაეცა. ფილმი მაშინვე უჩვენეს `ნიკელოდეონში~; აცდენამ სიცილი გამოიწვია, პუბლიკამ პირველად გაიცინა ჩარლი ჩაპლინის ტრიუკზე.

URL:index.htm   კინოLUMIERE #1                           BACK/ /NEXT