|
რედაქტორისგან
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას ჰყავს კინოაპარატის
გამომგონებელი, პირველი კინოფილმების მწარმოებელი... მაგრამ ძმები
ოგიუსტ და ლუი ლუმიერები მთელი მსოფლიოს მიერ არიან აღიარებული
კინოაპარატის შემქმნელებად და პირველი კომერციული კინოსეანსის
მომწყობებად, ვინც 1895 წელს დასაბამი მისცა კინემატოგრაფს.
სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ფაქტია ის, რომ კინოს პიონერთა გვარი
ლუმიერი _ lumiere _ მათ მშობლიურ
ენაზე ნიშნავს სინათლეს, ნათებას, ჭეშმარიტებას... იმას, რის
გარეშეც კინო წარმოუდგენელია.
ამიტომაც ვუწოდეთ ჩვენს კინოჟურნალს "კინო
lumiere" და ჟურნალის მაგისტრალურ მიმართულებად
დავსახეთ სიმართლე, ანუ ის ერთადერთი ასპექტი, რომელიც
კინოხელოვნების მრწამსს და, ამასთანავე, ჟურნალში წარმოდგენილ
კინოს მკვლევართა პოზიციას გამოხატავს.
 |