KINOLUMIERE.GE

     

 

                 კ ი ნ ო ა ღ ლ უ მ ი  
 
 

   

                                                
 

ლიანა ხოშტარია:  ოსკარი _ 2009:   ყველა გზა  "ოსკარისაკენ" მიდის _ "ოსკარის"  ისტორია

 

 

   
 


22 თებერვალს აღლუმმა ოსკარი _ 2009 დააჯილდოვა თავისი ქვეყნის, გასული         წლის საუკეთესო კინოხელოვანები და მათ შორის ერთი ნომინაციით, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

 

    ლ ა უ რ ე ა ტ ე ბ ი  

 

 
                                                                                         საუკეთესო ფილმი   მილიონერი ჯურღმულიდან
                                                              საუკეთესო მამაკაცი მსახიობი   შონ პენი, ფილმი _ ჰარვი მილქი
                                                                       საუკეთესო ქალი მსახიობი   კეით უინსლეთი, ფილმი _ მკითხველი
მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებელი მსახიობი   მამაკაცი   ჰით ლეჯერი (სიკვდილის შემდეგ), ფილმი _ ბნელი რაინდი

მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებელი მსახიობი ქალი

  პენელოპა კრუზი, ფილმი _ ვიკი ქრისტინა ბარსელონა
                                                         საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი    დენი ბოილი, ფილმი _ მილიონერი
ჯურღმულიდან
                                                                 უცხოენოვანი საუკეთესო ფილმი   წასულები (იაპონია)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

       



"ოსკარი" ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიური და ამერიკის ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიაა. "ოსკარს” ანიჭებენ არა ჟიურის გადაწყვეტილებით, არამედ კინოაკადემიის წევრთა ფარული გამოკითხვით, იგი პროფესიული პრემიაა.
მინიჭების ფორმის დემოკრატიულობამ პრემიას დამსახურებული პოპულარობა მოუტანა, თუმცა, როგორც კრიტიკოსები წერენ, ცოტათი ელიტარულობა მოაკლო. `ოსკარების “ გადაცემის ცერემონიას ათობით ქვეყანა უყურებს პირდაპირ ეთერში. პერველი `ოსკარის“ გადაცემა მოხდა 1929 წლის 16 მაისს "Roosevelt“ ოტელში, ჰოლივუდში. პირველი ცერემონიიდანვე იგი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო, გადაიცემოდა რადიოთი, ხოლო 1953 წლიდან _ ტელევიზიით. 70 წლის განმავლობაშო ცერემონია ტარდებოდა მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, ხოლო 2004 წლიდან ცერემონია გადაიტანეს თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში.
თვით, `ოსკარის”, სტატუეტის სიმაღლე 34 სანტიმეტრია. პოსტამენტის სიგანე _ 13 სანტიმეტრი. წონა _ 3.85 კილოგრამი. მისი დამზადება 5 ეტაპად იყოფა: კალისა და ტყვიის შენაერთს ფარავენ სპილენძით, შემდეგ ნიკელით. ამის შემდეგ ვერცხლით და ბოლოს 24-კარატიანი ოქროთი. ოქროს წყალში ამოვლებულ საუცხოო აგებულების მამაკაცის ფიგურას ორთავ ხელში ჯვაროსანთა მახვილი უკავია და ფილმის ბობინაზე დგას, რომელიც შავი მარმარილოს პოსტამენტზეა მოთავსებული. მისი ნომინალური ღირებულება 100 დოლარია.
ჰოლივუდის გიგანტის, სტუდია `მეტრო-გოლდვინ-მაიერის” ლიდერის ლუის ბარტ მაიერის ოცნებას წარმოადგენდა, შეექმნა ისეთი პრესტიჟული ორგანიზაცია, როგორიც ამჟამად არის ამერიკის კინოაკადემია.
კინოაკადემია 1927 წლის 4 მაისს დაარსდა და თავის ამოცანად დაისახა `ამერიკული კინოპროდუქციის საგანმანათლებლო, კულტურული და ტექნიკური დონის ამაღლება”. ამ ღონისძიების ინიციატორს და ორგანიზატორს ლუის ბ. მაიერს მხარი დაუჭირეს სესილ დე მილმა, მერი პიქფორდმა და დუგლას ფერბენქსმა (ამერიკის კინოაკადემიის პირველი პრეზიდენტი). ამჟამად ამერიკის აკადემია 6000 წევრს ითვლის, რომელთა შორის არიან ამერიკის ყველაზე ცნობილი კინოხელოვანები და ადმინისტრაციული მოღვაწეები. იგი შედგება სხვადასხვა სექციისაგან: სარეჟისორო, სამსახიობო, სასცენარო, კომპოზიტორთა, პროდიუსერთა და სხვ. აქვს კინოარქივი, ბიბლიოთეკა, კინოდარბაზი. ატარებს საინფორმაციო და სალექციო მუშაობას.
ყოველწლიურად "ოსკარს" 24 სხვადასხვა ნომინაციაში გადასცემენ, როგორც საუკეთესო ამერიკულ, ასევე საზღვარგარეთულ ფილმებს. "ოსკარი" გაიცემა აგრეთვე, არა კონკრეტული რომელიმე ფილმისათვის, არამედ საერთოდ კინოში დიდი დამსახურებისათვის.
1931 წლამდე ამ მოოქრულ ქანდაკებას უბრალოდ "სტატუეტი" ეწოდებოდა. ლეგენდა გვიამბობს, რომ აკადემიის ბიბლიოთეკარმა მარგარეტ ჰერიკმა დაინახა თუ არა იგი, წამოიძახა "იგი ძალიან წააგავს ჩემს ბიძას _ ოსკარს”. არსებობს მეორე ვერსია, რომ ჟურნალისტმა სიდნეი სკოლსკიმ დაარქვა მას თავისი ბიძის სახელი. ამ ვერსიების წინააღმდეგ იბრძოდა და საკმაოდ ჯიუტადაც "ოსკარის" ორგზის მფლობელი, ცნობილი მსახიობი ბეტ დევისი, რომელმაც ჰოლივუდში ერთ-ერთ მიღებაზე არცთუ ისე აუღელვებლად განაცხადა: "მონაჩხმახი და სისულელეა. ფიგურას სახელი დაერქვა ჩემი პირველი მეუღლის, ჰარმონ ოსკარ ნელსონის პატივსაცემად _ და მზარდი მგზნებარებით დაამატა _ გთხოვთ, ნუ დაუჯერებთ ნურავის მონაჭორს, ეს მე ყველაზე კარგად ვიცი, იმიტომ, რომ ამ დროს იქ ვიმყოფებოდი". დღემდე სიმართლე არ გარკვეულა და, ალბათ, არც არასდროს გაირკვევა, თუმცა ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
სტატუეტის ესკიზი შექმნა სცენოგრაფმა სედერიკ გიბონსმა. იგი იყო კინოკომპანია “ მეტრო-გოლდვინ-მაიერის” მთავარი მხატვარი. მის ნიჭს დიდი დაფასება ჰქონდა და ხელშეკრულების თანახმად, მისი სახელი შეტანილი იყო სტუდიის ყველა ფილმის ტიტრებში, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდა თუ არა ის ამ კონკრეტული ფილმის შექმნაში. შემდგომში იგი ამ პრემიის ლაურეატი გახდა 11-ჯერ სედერიკ გიბონსმა ესკიზი შეასრულა რამდენიმე წუთში სასტუმრო ბალტიმორის რესტორანში, მაგიდაზე გადაფარებულ სუფრაზე. სტატუეტი გამოაქანდაკა ჯორჯ სტენლიმ, ხოლო ჩამოასხეს იგი ფაბრიკაში “Dოდგე ტროპჰყ ცომპანყ” რომელიც იყო ილინოისის შტატში, ჩიკაგოს მახლობლად. სტატუეტი შეფასებულია 100 დოლარად, მაგრამ აკადემიის კანონი კრძალავს მის გაყიდვას ან გასხვისებას და თითოეული ლაურეატი დებს ფიცს, რომ იგი მას არავის არასდროს მისცემს. შესაძლებელია მიყიდო იგი ისევ აკადემიას ერთ დოლარად.
1934 წლამდე "ოსკარი” ენიჭებოდა მხოლოდ სეზონის მიხედვით, ე.ი. 1927-28, 1928-29 წლის ფილმებს და ა.შ. ხოლო ამომრჩევი კომისია 36 კაცისაგან შედგებოდა. აი, ზოგიერთი მათგანი: სესილ დე მილი, მერი პიქფორდი, დუგლას ფერბენქსი, ირვინ ტალბერგი, რაულ უელჩი... ამჟამად "ოსკარი” ენიჭება გასული კალენდარული წლის ფილმს. ჯილდოზე შეიძლება წარადგინონ მხოლოდ ის ფილმი, რომელიც ნაჩვენები იქნა ლოს -ანჯელესის რადიუსში იმ ერთი წლის მანძილზე. აკადემია ისე მკაცრად ასრულებს ამ წესს, რომ მოხდა დაუჯერებელი რამ ჩარლი ჩაპლინის ფილმთან _ რამპის ჩირაღდნებთან დაკავშირებით. 1952 წელს გადაღებული ფილმი ჰოლივუდში აჩვენეს მხოლოდ 1972 წელს და მთელი ოცი წლის დაგვიანებით მიენიჭა `ოსკარი” მუსიკისათვის. ეს წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთულ ფილმებზე. მათთვის საკმარისია, თუ ისინი ერთხელ მაინც იქნება ნაჩვენები შეერთებული შტატების რომელიმე კუთხეში. საზღვარგარეთული ფილმები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა, ვინაიდან ამერიკელი მაყურებელი ფაქტობრივად მოკლებულია მათ და თითქმის არ იცნობს საზღვარგარეთის ეკრანს. ამორჩევა ფილმებისა, რომლებიც უნდა წარადგინონ "ოსკარზე", დავალებული აქვს სპეციალურ კომისიას "Oreign language oscar award committee”, 175 სხვადასხვა სპეციალობის წევრთა შემადგენლობით. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება წარადგინოს `ოსკარზე” მხოლოდ ერთი ფილმი. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან "ოსკარისლაურეატთა შორის ლიდერობს იტალია და საფრანგეთი.
ჯილდოს არსებობის პირველ ცხრა წელს, მხოლოდ აკადემიის წევრები ღებულობდნენ გადაწყვეტილებას ნომინაციისა და სტატუეტის მინიჭების შესახებ. 1937 წელს პროცედურა შეიცვალა და ხმის მიცემაში მონაწილეობდა დაახლოებით 15 ათასი კაცი, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ კინოწარმოებასთან, ხოლო კანდიდატებს ასახელებდნენ აკადემიის წევრები. შემდეგ პროცედურა დიამეტრალურად შეიცვალა, კინოინდუსტრიაში დაკავებული ადამიანები რეკომენდაციას აძლევდნენ ფილმს. აკადემიის წევრები კი ხმას აძლევდნენ ჯილდოზე წარსადგენად. 1957 წლიდან დღემდე და, ალბათ, ასე იქნება სულ – მხოლოდ და მხოლოდ აკადემიის წევრები წყვეტენ რა ამოირჩიონ და ვის მისცენ ხმა. ასე მაგალითად, მსახიობი ხმას აძლევს მსახიობს, რეჟისორი-რეჟისორს, სცენარისტი-სცენარისტს და ა.შ. საუკეთესო ამერიკულ თუ საზღვარგარეთულ ფილმს ირჩევენ აკადემიის წევრები. მიუხედავად ოსკარის მაღალი სტატუსისა კინემატოგრაფიულ სამყაროში, აკადემიის პოლიტიკა და არჩევანი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, კრიტიკის ობიექტი ხდება. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ხმის მიმცემი აკადემიის წევრების აზრი ყოველთვის არ არის მიუკერძოებელი. ხმის მიცემის სეზონის დაწყებისთანავე, ისინ კინოკომპანიების მხრიდან დიდი პრესინგის ქვეშ იმყობებიან მათ მიერ მოწყობილი წარდგენილი ფილმის განუწყვეტელი სარეკლამო გაშუქების გამო. კინოს მოყვარულები აღნიშნავენ მათი მოთხოვნების დაქვეითებას ნომინანტების მიმართ. ფილმის გაქირავების ფინანსური მაჩვენებელი გავლენას ახდენს მათ ხმებზე.
1937 წლიდან `ოსკართან” ერთად არსებობს ძალიან საპატიო ჯილდო `Irving G.Thalberg Memorial Awards”, რომელიც ენიჭებათ პროდიუსერებს მაღალი დონისა და ორიგინალური პროდუქციისათვის. ხოლო 1956 წლიდან "Irving G.Thalberg Memorial Awards” აჯილდოებს მსახიობებს ფულადი პრემიებით ჰუმანიზმისათვის. ორივე ჯილდოს გადასცემს აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭიროს უმრავლესობამ. ეს ჯილდო ყოველწლიურად არ გაიცემა, ვინაიდან ბევრს არ გააჩნია ის ღირსება, რაც საჭიროა მის მოსაპოვებლად.
ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი "ოსკარი" სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევისათვის. მას ხმას აძლევს სპეციალური კომისია "Scientist awards cooittee” და "Technical awards committee” და გაიცემა რამდენიმე დღით ადრე და სხვა გარემოში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, "ოსკარის" პირველი გადაცემა შედგა 1929 წლის 16 მაისს ლოს-ანჯელესის სასტუმრო "Hollywood Roosevel hotel”-ში. ცერემონიამ წყნარად ჩაიარა და სულ ოთხი წუთი დასჭირდა. ხოლო პრესამ ამ ფაქტს სულ რამდენიმე სტრიქონი მიუძღვნა. სტატუეტი მიიღო ფილმმა ფრთები, რეჟისორი უილიამ უელმანი. წლის საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა ჯანეტ გეინორი _ მზის ამოსვლა რეჟისორი ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ, საუკეთესო მსახიობ მამაკაცად, დასახელდა ცნობილი გერმანელი მსახიობი ემილ იანინგსი _ უკანასკნელი ბრძანება, რეჟისორი იოზეფ ფონ შტენბერგი. სხვათა შორის, ემილ იანინგსმა თავის დროზე ვერ შეაფასა ეს ჯილდო და გადაცემის ცერემონიაზე არ მივიდა, ვითომდა მოუცლელობის გამო. საუკეთესო რეჟისურისათვის `ოსკარი” მიენიჭა ფრეკ ბორზეჯის – მეშვიდე ცა და რეჟისორ ლევ მილსტონს კომედიისათვის – ორი არაბი რაინდი. გაიცა ორი სპეციალური ჯილდო. ჩარლი ჩაპლინს ¬_ უნივერსალობისთვის, მწერლური, სამსახიობო, რეჟისორული და პროდიუსერული გენიისათვის, ფილმში ცირკი. ჯილდო გადაეცა კინოსტუდია “Warner Brothers” ფილმისათვის ჯაზის მომღერალი, როგორც პირველი ხმოვანი ფილმის შემქმნელთ. ასე რომ კინოაკადემიის პირველი პრემია გაიცა პირველი ხმოვანი ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
ჰოლივუდი წელიწადში 500 ფილმს უშვებს. აქედან ასარჩევია მხოლოდ 5. აკადემიის წევრების კენჭისყრა ხდება დაუსწრებლად, წერილობით. შემდეგ კი ფარული კენჭისყრით. ხუთიდან ირჩევენ საუკეთესოს. დაბეჭდილი კონვერტები გადაეცემა დიდ ჟიურის და იგი მას "ოსკარის" მინიჭების დღეს ხსნის. ყველაფერი ეს ძალიან ობიექტურია და არ ჰგავს ჩვეულებრივი ჟიურის მუშაობას, სადაც ერთმა წევრმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეორის გადაწყვეტილებაზე..
ამჟამად ხმების დათვლის პროცესს აწარმოებენ, სპეციალისტები აუდიტორული კომპანიიდან "Price Waterhouse Coopers”. კომპანიის ორი ექსპერტი და ოთხი მათი თანაშემწე თითქმის 6000 ბიულეტენს ამუშავებენ, რომლებიც აკადემიის წევრებმა გამოაგზავნეს. მუშაობის პერიოდში, რომელსაც სამი დღე სჭირდება, ისინი ფრიად გასაიდუმლოებულ პირობებში იმყოფებიან. "ოსკარის" გადაცემამდე გამარჯვებულთა სახელები მარტო ორმა ექსპერტმა იცის. მას შემდეგ, რაც დადგინდება თითოეული გამარჯვებული, მათი სახელები თავსდება კონვერტში, იბეჭდება და მხოლოდ პრემიის გადაცემის ცერემონიაზე იხსნება. არჩევნების შედეგები ისე საიდუმლოდ არის შენახული, რომ "ოსკარის" ოფიციალურ გამოცხადებამდე აკადემიის პრეზიდენტმაც კი არ იცის გამარჯვებული.
"Price Waterhouse Coopers” წევრები ასეთი კონვერტების ორ ნაკრებს ამზადებენ .და დებენ სპეციალურ ჩანთებში. "ოსკარის" გადაცემის წინ ორი ჩანთა იგზავნება სხვადასხვა მარშრუტით დანიშნულების ადგილზე ფრიად საიდუმლო ვითარებაში.
1944 წლიდან "ოსკარის" გადაცემის ცერემონია გადატანილია "Grauman’s Chinese Theatre”-ში ჩინური სტილით აშენებულ დარბაზში, იმ დარბაზში, რომლის წინ ცემენტის ქვაფენილზე სამუდამოდ დატოვეს თავიანთი ხელის მტევნებისა და ფეხის ტერფების ანაბეჭდი ყველაზე პოპულარულმა და ცნობილმა `ვარსკვლავებმა”.
1947 წლიდან ცერემონია გადაიტანეს ცნობილ "Shrine Auditorium”-ში, ხოლო 1950 წლის დამდეგისათვის "RKO Pantages Theatre”-ში. 1960 წლიდან "ოსკარებს" გადასცემდნენ "The Santa Monica Civic Auditorium” - ში. 1968 წლიდან დაჯილდოების ცერემონია იმართება "Orothy Handler Pavilion”. 2008 წლის ცერემონია გაიმართა ჰოლივუდში "Kodak Theatre” ში.
გაიზარდა "ოსკარების" რიცხვი. იგი ამჟამად 24 კატეგორიაში გაიცემა.
ბევრი შედევრი წარსდგა `ოსკარის” წინაშე, მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ აკადემია თავის დროზე სწორად ვერ აფასებდა მათ და ისინი დაჯილდოების გარეშე რჩებოდნენ. თავისი შეცდომები აკადემიამ გვიან გამოასწორა სპეციალური "ოსკარების" მინიჭებით. ასე მაგალითად, სპეციალური "ოსკარი" მიენიჭათ კინოხელოვნების წინაშე დიდი დამსახურებისთვის დევიდ უორკ გრიფიტს, ბასტერ კიტონს, მაქს სენეტს, ერნესტ ლუბიჩს, ჩარლი ჩაპლინს, გრეტა გარბოს.
ხოლო ისეთი პოპულარული კერპები, როგორებიც იყვნენ მერილინ მონრო და ჯეიმს დინი, "ოსკარის” გარეშე დარჩნენ.
საზღვარგარეთელი რეჟისორებიდან ყველაზე მეტი ოსკარი მოპოვებული აქვს ფედერიკო ფელინის _ გზა, 1956, კაბირიას ღამეები, 1957, 8 1/2½, 1963, ამარკორდი, 1973, და სპეციალური "ოსკარი" კინოში დიდი ღვაწლისათვის _  1992.
პირველი "ოსკარი" ნახატი ფილმისათვის მიიღო უოლტ დისნეიმ - 1932წ. მიკი მაუსის  შექმნისათვის. მასვე აქვს მიღებული ყველაზე მეტი "ოსკარი", 29 სტატუეტი და 12 დიპლომი.
"ოსკარის" ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა ხუთი წლის შირლი ტემპლი 1934წ. "ოსკარის" მიღების თავისებური რეკორდი დაამყარეს შემდეგმა ფილმებმა: ბენ-ჰური, 1959, რეჟისორი უილიამ უაილერი, ტიტანიკი, 1997, რეჟისორი ჯეიმს კემერონი, ბეჭდების მბრძანებელი. მეფის დაბრუნება, 2003, რეჟისორი პიტერ ჯექსონი - მიიღეს 11 – "ოსკარი". 10 "ოსკარი" აქვს მიღებული ვესტსაიდურ ისტორიას, 1961, რეჟისორი ჯერომ რობინსი, რობერტ უაიზი. 9 "ოსკარი" ჯიჯის, 1958, რეჟისორი ვინსენტ მინელი. უკანასკნელი იმპერატორი, 1987, რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი, ინგლისელი პაციენტი, 1996, რეჟისორი ენტონი მინგელა. 8 "ოსკარი" ფილმს ქარწაღებულნი, 1939) რეჟისორი ვიქტორ ფლემინგი, კაბარე, 1972, რეჟისორი ბობ ფოსი, აფიორა, 1973, რეჟისორი ჯორჯ როი ჰილი _ 7 `ოსკარი”.
მხოლოდ სამ ფილმს ჰქონდა ბედნიერება მიეღო "ოსკარის" დიდი ხუთეული: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი. ესენია: ერთ ბედნიერ ღამეს –(1934, რეჟისორი ფრენკ კაპრა, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, 1975, რეჟ. მილოშ ფორმანი, კრავთა დუმილი, 1991, ჯონათაან დემი. მსახიობთაგან ყველაზე მეტი "ოსკარი" მიღებული აქვს ქეთრინ ჰეპბერნს _ 4, როგორც საუკეთესო მსახიობ ქალს. უოლტერ ბრენანს _ 3, მეორე პლანის როლებისათვის. ინგრიდ ბერგმანს _ 2, საუკეთესო მსახიობი ქალი და 1, მეორე პლანის როლისათვის. ჯეკ ნიკოლსონს _ 2, საუკეთესო მსახიობისათვის, 1 _ მეორე პლანის როლისათვის. სხვათა შორის მამაკაცი მსახიობებიდან ჯეკ ნიკოლსონი რეკორდსმენია ხსენებულ პრიზზე წარდგენის თვალსაზრისით, იგი, 12-ჯერ იყო წარდგენილი ამ ნომინაციაზე. ქალებიდან ეს რეკორდი მოხსნა მერილ სტრიპმა – იგი წარადგინეს 14-ჯერ, მიიღო 2-ჯერ.
რეჟისორებიდან ყველაზე მეტი "ოსკარი" აქვს ჯონ ფორდს _ -4. 3-ჯერ მიიღო ფრენკ კაპრამ, ხოლო მეოთხე, როგორც პროდიუსერმა. ასევე 4 "ოსკარი" აქვს უილიამ უაილერს.
ერთადერთი მსახიობი, რომელმაც ზედიზედ მიიღო 2 "ოსკარი" როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა არის ტომ ჰენკსი _ 1994 წელს ფილმისათვის ფილადელფია რეჟისორი ჯონათაან დემე, ხოლო 1995 წელს ფილმისათვის ფორესტ გამპი, რეჟისორი რობერტ ზემეკისი.
კინოაკადემიას მუშაობა არ შეუწყვეტია არც მეორე მსოფლიო ომის დროს. საინტერესოა, რომ მაშინ "ოსკარის" ქანდაკება უსახსრობის გამო თაბაშირისაგან მზადდებოდა.
"ოსკარის" ცერემონიალი გადაიდო მხოლოდ სამჯერ: 1938 წელს ლოს-ანჯელესში დამანგრეველი წყალდიდობის დროს; 1968 წელს მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობასთან დაკავშირებით; 1981 წელს პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდასხმის გამო.
მართალია, "ოსკარის" მინიჭება დიდ გზას უხსნიდა მის მფლობელებს, მაგრამ აღმოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც უარი განაცხადეს მის მიღებაზე.
დიდმა ბერნარდ შოუმ, რომელსაც 1937 წელს მიანიჭეს "ოსკარი", მისივე პიგმალიონისათვის- როგორც ორიგინალური სცენარის ავტორს _ უარი თქვა მის მიღებაზე და განაცხადა, რომ ამ სახის "გამორჩევა” მისთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელია.
"ოსკარზე" უარი თქვა დიდმა მსახიობმა მარლონ ბრანდომ. იგი მონაწილეობდა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის _ ინდიელების _ რეზერვაციებში გადასახლების წინააღმდეგ მოძრაობაში და პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა დაჯილდოების ცერემონიალზე.

 
URL:index.htm   კინოLUMIERE #1                           BACK/ /NEXT